NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»იაგო ხვიჩია: „შავ სიაში“ არავის მოხვედრა არ მინდა, არავის დაჭერა არ მინდა და არავის ციხეში ჩასმისთვის არ ვიბრძვი

იაგო ხვიჩია: „შავ სიაში“ არავის მოხვედრა არ მინდა, არავის დაჭერა არ მინდა და არავის ციხეში ჩასმისთვის არ ვიბრძვი

11 იან 2022 პოლიტიკა 175 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„შავ სიაში“ არავის მოხვედრა არ მინდა, არავის დაჭერა არ მინდა და არავის ციხეში ჩასმისთვის არ ვიბრძვი,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ე.წ. შავი სიების შექმნაში მხარს არ დაუჭერს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნაში დაეხმარებიან.

„არ მომწონს მე ასეთ პროცესებში მონაწილეობა, არავის შავ სიაში მოხვედრა არ მინდა, არავის დაჭერა არ მინდა და არავის ციხეში ჩასმისთვის არ ვიბრძვი, ეს არ არის ჩემი ამოცანა. ამ სასამართლოს არ შეუძლია, განსაზღვროს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, ჩვენ უშუალოდ ფიზიკურად მოძალადეების გარდა ვილაპარაკოთ ვინმეს დაჭერაზე, ციხეში ჩასმაზე, შურისძიებაზე და „შავ სიაზე“, ამის საწინააღმდეგო მხარეს ვარ. პირიქით, ჩვენ რაღაცნაირად უნდა გადავაბიჯოთ ამას.

ჩვენ იგივე გარიგებით მივალთ ყველასთან, რა გარიგებითაც „ნაცმოძრაობასთან“ მივედით, გამოვიდა ისე, რომ ჩვენი ხმა გახდა საჭირო ამ 50 ხმაში საგამოძიებო კომისია რომ ოპოზიციამ შექმნას, ყველას ვჭირდებით, შესაბამისად, ძალიან სამართლიანი მოთხოვნა გვაქვს. ყველას ხომ გჭირდებით ხალხო? მეც ყველა მჭირდებით იგივე მიზნის მისაღწევად, რასაც საგამოძიებო კომისიის შექმნა ჰქვია. თქვენ რაზეც გინდათ შექმენით და იძიეთ, თუ მთხოვთ, რომ მივიღო მონაწილეობა და აზრს მკითხავთ კი ბატონო, მაგრამ ხელს არ შეგიშლით, თქვენ იძიეთ, მაგრამ როდესაც მე დამჭირდება თქვენც ზუსტად ასე მოიქეცით, მე შემაქმნევინეთ ეს კომისია და ხელი არ შემიშალოთ. ასეთი პირობაა საჯაროდ ჩვენგან შეთავაზებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

TOP იაგო ხვიჩია 2022-01-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იაგო ხვიჩია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სტრუქტურული ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“

შემდეგი სტატია

ინგა გრიგოლია: მიხედეთ თავს, ძალიანაა აფეთქებული

მსგავსი სტატიები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ნინო ჩხეიძე 28 ოქტ 2020
“პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი კი არ არის ზურაბ აბაშიძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია”

“პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი კი არ არის ზურაბ აბაშიძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია”

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2019
დესტაბილიზაცია აწყობთ იმათ, ვინც განწირულია წაგებისთვის, ეს არის ოპოზიცია

დესტაბილიზაცია აწყობთ იმათ, ვინც განწირულია წაგებისთვის, ეს არის ოპოზიცია

ირაკლი შალიკაშვილი 22 სექ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge