NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით ზალკალიანი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება, რომ …

დავით ზალკალიანი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება, რომ …

11 იან 2022 პოლიტიკა 359 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც არაერთხელ ახსენა საქართველო უსაფრთხოების საერთო, გლობალურ კონტექსტში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში უაღრესად პრიორიტეტულია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომელიც, მისივე შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული სატელეფონო საუბრის ლოგიკური გაგრძელებაა.

მინისტრის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან მუდმივი ყურადღების დასტურია.

დავით ზალკალიანის თქმით, საუბრისას დეტალურად იქნა განხილული რუსეთსა და ნატოელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ ნატო არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემდგომი აქტივობა.

კომენტარები

TOP დავით ზალკალიანი 2022-01-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP დავით ზალკალიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მელოდია განწყობისათვის – მსუბუქი ჯაზი

შემდეგი სტატია

რომის პაპი: ვაქცინები არ არის განკურნების ჯადოსნური საშუალება, მაგრამ ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის

მსგავსი სტატიები

გია ვოლსკი: ძალიან საფრთხის შემცველი სიტუაციაა ქვეყნის გარშემო, ამ ვითარებაში გამოცხადება, რომ დესტაბილიზაციის ორგანიზატორი ხარ, შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ

გია ვოლსკი: ძალიან საფრთხის შემცველი სიტუაციაა ქვეყნის გარშემო, ამ ვითარებაში გამოცხადება, რომ დესტაბილიზაციის ორგანიზატორი ხარ, შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ

ნინო ჩხეიძე 22 აგვ 2022
“მთხოვთ, რომ გავაკრიტიკო ამერიკის პრეზიდენტი, ასე ჩაციკვლა თქვენგან უცნაურია” – თამარ ჩუგოშვილი “კურიერის” ჟურნალისტს

“მთხოვთ, რომ გავაკრიტიკო ამერიკის პრეზიდენტი, ასე ჩაციკვლა თქვენგან უცნაურია” – თამარ ჩუგოშვილი “კურიერის” ჟურნალისტს

სოსო ელისაშვილი 30 აპრ 2019

„ევროპილი საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს

03 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge