NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ხუხაშვილი: ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგმა დაღუპა

გია ხუხაშვილი: ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგმა დაღუპა

11 იან 2022 პოლიტიკა 219 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მეჩვენება, რომ ნაყოფიაც და პეტრე ცისკარიშვილიც შედარებით ზომიერების ფლანგს მიეკუთვნებიან – ვფიქრობ, მელიამ პოზიციები მინიმუმ შეინარჩუნა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილმა ყოველდღიური აქტიურობა გააგრძელა, პარტიას მანევრის საშუალებას „მოუკლავს“.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის „დღის წესრიგმა დაღუპა“.

„საერთოდ პოლიტიკაში ამომრჩეველი ძალიან ხშირად ქვეცნობიერად აზროვნებს. გასაგებია, რომ სააკაშვილი ზის ციხეში, მისი უძლეველობის მითოსი ამომრჩეველში ნაწილობრივ დანგრეულია, მელიასადმი პრეტენზიებიც გასაგებია, მაგრამ მე უფრო დავინახე, რომ მელია მინიმუმ არ დასუსტებულა, თავისი ხაზი გაატარა დღეს. ნაყოფიაც და პეტრე ცისკარიშვილიც, არ ვიცნობ შიდა სამზარეულოს ასე კარგად, მაგრამ მეჩვენება, რომ შედარებით ზომიერების ფლანგს მიეკუთვნებიან. ასე რომ, მე ვფიქრობ, მელიამ პოზიციები მინიმუმ შეინარჩუნა.

მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგმა დაღუპა საერთოდ ოპოზიცია. დღევანდელი აქტივობაც სააკაშვილის, დილა-საღამოსი, ყოველდღიური, ესეც ხელისუფლების ინტერესებშია. თუ სააკაშვილმა ასე იაქტიურა, ვერც რეგიონებში გავლენ ესენი და ვერც სხვა თემაზე ვერ ილაპარაკებენ იმიტომ, რომ მათ მოსწონთ თუ არა ლიდერად თუ ბელადად ის ითვლება მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა, მიხეილ სააკაშვილი რჩება ლიდერად და თუ ის ყოველ დღე იწივლებს, რომ მთავარი თემა ჩემი გათავისუფლებააო, პარტიასაც მანევრს მოუკლავს საერთოდ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა გადაცემაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და აღნიშნულზე სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს ეს შედეგს ვერ მოიტანს, რადგან მას ხელისუფლება მარტივად დაძლევს და საზოგადოებრივი პროცესის მომზადების გარეშე ვეტო ფორმალობად დარჩება.

„ვეტოცაა და ვეტოც. არის ფორმალური ვეტო და ასეთი ვეტოები ვნახეთ მარგველაშვილის პერიოდში. იყო ვეტო, მერე იქნებოდა გადალახული და არაფერი ამას არ მოჰყვებოდა. ვეტოს სჭირდება ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი ზურგი. მარტო პრეზიდენტის ზურგი არ არის საკმარისი, წნეხი უნდა იყოს ხელისუფლებაში საზოგადოებიდან იმიტომ, რომ იმ ვეტოს გადალახავენ, იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილი რამეს გამოაგორებს ციხიდან, მორიგ წერილს, ვიჭუჭყუნებთ ერთი დღე და მეორე დღეს დაგვავიწყდება. სერიოზული პოლიტიკური პროცესი უნდა მოჰყვეს ვეტოს დადებას, ვეტოს სჭირდება მომზადება, ვეტოს სჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია იმ ტიპის, რომელსაც ხელისუფლება ვერ გაუძლებს. პრეზიდენტს ფორმალურად შეუძლია საკუთარი სინდისის დასაწყნარებლად ვეტო დაადოს, ისინი მერე გადალახავენ და ყველა დარჩება გაღიმებული. თუ ზურაბიშვილს ნამდვილად უნდა შედეგის მიღება, არა ის, რომ მე ჩემი ვალი მოვიხადე, ვალის მოხდის მიზნით კი არა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ინიცირება ასეთი ტიპის საზოგადოებრივი პროცესის და სერიოზული წნეხის განხორციელება სხვადასხვა ფორმით ხელისუფალზე, სხვანაირად არ გამოვა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში” სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. აღნიშნულ პოზიციას ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

კომენტარები

გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილი 2022-01-11
ნინო ჩხეიძე
Tags გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

46 გარდაცვლილი და 5 486​ ინფიცირებული – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

შემდეგი სტატია

ამ სამმა წელმა პირიქით, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ არსებული რეალობა უნდა შევცვალოთ და ამისთვის არაფერი დავიშუროთ

მსგავსი სტატიები

ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ

ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ

ირაკლი შალიკაშვილი 13 ნოე 2019
„უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას – ეს არ რჩება დაუსჯელი“

„უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას – ეს არ რჩება დაუსჯელი“

27 მაი 2018
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები 20:00 საათზე დაიწყება

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები 20:00 საათზე დაიწყება

22 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge