NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მანჯგალაძე: … ახლა მათი სახლში წასვლის დროა

მანჯგალაძე: … ახლა მათი სახლში წასვლის დროა

10 იან 2022 პოლიტიკა 355 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლების ტაქტიკაა ოპოზიცია აქციებით არეულობის მომხრეებად წარმოაჩინოს, თუმცა, ეს სტრატეგია არ გავა – “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი დემოკრატიის ნაწილია და ამის დემონიზება “ქართული ოცნების” მხრიდან სწორი არ არის.

“ნებისმიერი პროტესტი ხალხის უკმაყოფილებას უკავშირდება, რადგან ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე არსებობს ეჭვი, მე ლეგიტიმური მგონია ხალხის ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მშვიდობიანია და პროტესტების დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ. მე მესმის ხელისუფლების ტაქტიკა, ისინი ცდილობენ მშვიდობის მხარეს გამოჩნდნენ, რადგან ხალხს უფრო მშვიდობა უნდა, ვიდრე არეულობა და უნდათ ოპოზიცია არეულობის მომხრეებად წარმოაჩინონ აქციებით. ეს სტრატეგია არ გავა, “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას “შავ სიებთან” დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “შავი სიებით” ადამიანების “დაბულინგება” მიუღებელია.

„სია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბლოკნოტში თავისთვის, მაგრამ ამ სიის არსებობას არ უნდა მოჰყვეს არანაირი სამართლებრივი შედეგი. ნებისმიერ ეჭვი სამართალდარღვევაზე, მათ შორის, თუნდაც ქვეყნის ღალატთან დაკავშირებით, უნდა დაადასტუროს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ და არ შეიძლება სიებით ადამიანების დისკრედიტაცია”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

პაატა მანჯგალაძე 2022-01-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქადაგიშვილი: სააკაშვილმა „შავი სია” თავის თავით დაიწყოს

შემდეგი სტატია

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა კონფლიქტი მეზობლებთან, მაგრამ მას აქვს ალტერნატივა – NATO-სთან თანამშრომლობა

მსგავსი სტატიები

მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა

06 ოქტ 2017

პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

16 დეკ 2017

იდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

09 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge