“ეს ძეგლი დგას ჩინეთში. ძეგლი ეძღვნება “ვეფხისტყაოსანს”.
ისმის კითხვა: სად დგას ვეფხისტყაოსნის ძეგლი ჩინეთის გარდა მსოფლიოში?
მეორე ფოტოზე გამოსახულია წიგნი-კომიქსი “ვეფხისტყაოსანი”. დაბეჭდილი ჩინეთში. 1956 წლიდან 2018 წლამდე 6 ჯერ. ისმის კითხვა: რომელ ქვეყანაშია დღემდე სრულად გამოცემული ჩვენი პოემა კომიქსის სახით?
პასუხი ერთია: ვეფხისტყაოსნის ძეგლი ჩინეთის გარდა არ არსებობს, საქართვრლოში არსებობს რუსთაველის ძეგლები, რუსთაველის პროსპექტზე არსებულ ძეგლის პოცდამენტზე არის პოემის გმირებიც გამოსახული. . აი კომიქსი თან 1956 წლიდან 2000 წლამდე მხოლოდ ჩინელებს ჰქონდათ. გამომცემლობა “არტანუჯმა” პაპუნა დავითაიასთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაიწყო ქართული კომიქსის გამოცემა და დღემდე დაუმთავრებელია. გამოცემულია ორი ნაწილი.
ახლა კი ბოლო კითხვა: ვისი პატივისცემით გამოიცემოდა ჩინეთში ვეფხისტყაოსანი 1943 წლიდან? მაშინ, როცა ჩინეთის ნახევარი და მათ შორის პეკინი ოკუპირებული იყო იაპონელებისაგან?
ჩან კაიშმა თავის შვილს ვისთან მიატანინა პოემის პირველი ჩინური თარგმანის ბეჭდური ვერსია?
ხო… მგონი ხვდებით. ეს ისაა! უხსენებელი! მისი ძეგლის დადგმა რომ “გრეხია”.
სასაცილო არაა, რომ ქანთარიას დაუდგეს ძეგლი და ვის გამოც აიტანეს ქანთარია დროშასთან ერთად რაიხსტაგზე, მისი ერთადერთი ძეგლი საკუთარი დაბადების ადგილიდან აიღეს ჩუმად ღამით? როგორ გგონიათ-ეს უხსენებელი რომ არა, ჩინურად 23 გამოცემა იქნებოდა პოემისა? ვეფხისტყაოსანი ასე პოპულარული იქნებოდა მსოფლიოში?
არ არის სირცხვილი, როცა ქართველი ჟურნალისტები ეკითხებიან სხვა ქვეყნის ელჩს, რას ფიქრობთ-შეიძლება თუ არა ამ პიროვნების ძეგლი დაიდგას მის სამშობლო ქალაქშიო?
არ არის სირცხვილი, როცა ერთ-ერთ პოპულარულ არხზე ჟურნალისტი ეკითხება რესპოდენტს: ბალმონტმა რუსული ასე კარგად როგორ იცოდა, რომ რუსთაველი თარგმნაო? იგივე გადაცემაში მიწვეული ექსპერტი კი მთელი დამაჯერებლობით ამბობს, რომ სამწუხაროდ Ვეფხისტყაოსანი არ არის ნათარგმნი ჩინურადო. Არადა ამ ენაზე რამდენიმე მთარგმნელია: ბეი ვანი, ში ხუნი, ლუ ციე, ტანგ იუ, ვინ იან ხინი. მაპატიეთ, თუ მათი გვარი ზუსტად არ მოვიხსენიე. ეხლა ღამეა და ხვალ შევამოწმებ. თუმც ამას რა აზრი აქვს. არავის არ აინტერესებს სიზუსტე. ყველა თავისას უბერავს. რუსთაველმა და ამ უხსენებელმა ცუდი როლი შეასრულეს ქართველი ერის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში: ზედმეტად დააჯერეს ქართველები Მათ შესაძლებლობებში. თასების თასმაც თავისი ქნა. გავაფრინეთ. შერეკილები გინახავთ? აი ასე! ცხონებული გაბრიაძე. ხოდა ვუბერავთ ასე”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი.




კომენტარები