ყაზახეთში ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ღალატის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Reuters უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ავრცელებს.
კარიმ მასიმოვის დაკავების შესახებ განცხადება ეროვნული უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. კომიტეტს მასიმოვი 6 იანვრამდე ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტმა ყასიმ ყომართ თოყაევმა პოსტიდან მასიმოვი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც პროტესტმა მასობრივი სახე მიიღო და მთელი ქვეყანა მოიცვა. ეროვნული უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო ღალატის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა 6 იანვარს დაიწყო. თოყაევის ოფისის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურების შესახებ აცნობეს. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მალე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ვიდეო კონფერენცია ჩაეტარებინათ.
რუსეთმა ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში ყაზახეთში 2500 ჯარისკაცი განათავსა.
კომენტარები