NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

04 იან 2022 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 206 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აფასებს და მას უსამართლოს უწოდებს. კობახიძე ამბობს, რომ განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობები და ტექნიკური შეცდომებია დაშვებული.

როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, საელჩოსგან ბევრი მნიშვნელოვან საკითხზე რჩევაც მიუღია მმართველ გუნდს და შემდგომ ეს გაუთვალისწინებია, თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებიც ხდება და არასწორი განცხადებები ვრცელდება.

“ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, ძალიან ხშირად ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს და არის ხოლმე სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის მორიგი მაგალითი.

სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არღვევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა საზოგადოების ეს არ არის არც ახსნა და გამართლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.

რაც შეეხება განცხადების შინაარსს, აქ არის არა ერთი უზუსტობა, ანუ, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის სამწუხარო და ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს.

მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი, არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად და არა თუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით, გაფართოვდა მთლიანობაში ამ სამსახურის უფლებამოსილებები. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც არის დაშვებული,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

2022-01-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ლელო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

შემდეგი სტატია

სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი, დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს – ტემპერატურას – დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს

მსგავსი სტატიები

ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია

ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია

ირაკლი შალიკაშვილი 16 ივნ 2020
პრემიერი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

პრემიერი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

17 თებ 2018

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე აუდიო-ვიდეო მასალას აქვეყნებს

06 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge