NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ლელო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

„ლელო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

04 იან 2022 ახალი ამბები 255 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ლელო საქართველოსთვის” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მხარს უჭერს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა, „ლელო“ უერთდება აღნიშნულ მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული.

„რა საკვირველია, ჩვენ ამ მოთხოვნას მხარს დავუჭერთ, რადგან მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არცერთ ასეთ საკითხზე კითხვები არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს და მის მიმართ არაადამიანურ, თუ წამების მოპყრობას.

ცხადია, ამის თაობაზე უნდა გაკეთდეს ძალიან მკაფიო შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან ან კომისიის სახით. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა. ჩვენ ამ ძალისხმევას შევუერთდებით. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენს სახელმწიფოზე ფიქრისას არცერთ საერთაშორისო პარტნიორს კითხვები არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო თავის ყოფილ მეთაურს. ამიტომ, როგორც საზოგადოების, ისე საგარეო პარტნიორების ინფორმირების მიზნით პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ჩვენ ამ და სხვა მიმართულებით ყოველთვის მოვითხოვდით გამჭვირვალობას და ნებისმიერ მსგავს ძალისხმევას შევუერთდებით”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ და იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც გაიზიარებენ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

კომენტარები

2022-01-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს

შემდეგი სტატია

მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

მსგავსი სტატიები

როგორ შევარჩიოთ სარემონტო მასალები სწორად

როგორ შევარჩიოთ სარემონტო მასალები სწორად

02 ივლ 2018
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს

21 აპრ 2018
თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ჭიაბერაშვილი სერგეენკოს მიმართავს

თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ჭიაბერაშვილი სერგეენკოს მიმართავს

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2019

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge