NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა პირმა

სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა პირმა

03 იან 2022 პოლიტიკა 450 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ცალკე, ახალი, განსხვავებული და პრაქტიკულად ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი იქნას დაწერილი ან უბრალოდ ყოველგვარი კანონის გარეშე, უკანონოდ რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა პირმა, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს.

მისივე თქმით, მოთხოვნები, რომელსაც ისინი აყენებენ, სწორი არ არის.

„ეს არ არის სწორი მოთხოვნა, შესაბამისად, ვფიქრობთ, უმჯობესია, ისევე როგორც ყველამ, ამ ადამიანებმაც შეეცადონ, რომ სამართლებრივი მდგომარეობა და მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბონ ახალი წესები. ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხების ირგვლივ. შესაბამისად, ინსინუაციების მოწყობა ამ საკითხის ირგვლივ გამართლებული არ არის. თუ სჭირდება კონკრეტულ პატიმარს მკურნალობა, შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ის ამას უპირობოდ მიიღებს, ასეთია წესი, შესაბამისად აქედან რაღაც ამბის შექმნა გამართლებული არ არის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს.

კომენტარები

მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სარჯველაძე 2022-01-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სარჯველაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირინა ხაკამადას ვლადიმერ სალავიოვის თოქ-შოუში გამოსვლას სოციალურ ქსელში მძაფრი რეაქცია მოჰყვა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი – რას ითხოვს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი​

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე: სად არის კრიზისი? უნდათ წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება

მამუკა მდინარაძე: სად არის კრიზისი? უნდათ წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება

ნინო ჩხეიძე 20 ივნ 2022

ცესკოში საარჩევნო სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა 18:00 საათზე იწურება

21 სექ 2017
„ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც“

„ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც“

09 მაი 2018

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge