NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»“მგონია, რომ ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი ან მეფე”

“მგონია, რომ ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი ან მეფე”

03 იან 2022 საინტერესო 310 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ულიტიმატუმს მმართველ გუნდში ეხმაურებიან – “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე საქმეებზეა მსჯავრდებული და მან სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს. მმართველ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს არასერიოზულად აღიქვამენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა ერთი კაცზე იქნას მორგებული პატიმრობის კოდექსი, რაც არასორი მოთხოვნაა.

“არის მოთხოვნა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან, რომ ფაქტობრივად ცალკე, ახალი, განსხვავებული და ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი იქნას დაწერილი და შექმნილი, ან უბრალოდ ყოველგვარი კანონის შექმნის გარეშე ყოველგვარი პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა.

ეს არ არის სწორი მოთხოვნა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უმჯობესია ისე როგორც ყველამ, ამ ადამიანებმაც შეეცადონ საკუთარი სამართლებრივი მდგომარეობა და მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს, რომ ის სასჯელს სამართლიანად იღებს და არის პატიმარი, მისთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყანაც დაისვენებს.

“მგონია, რომ ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი ან მეფე. ჰგონია, რომ ბრძანებებს, რასაც იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდა, ახლა ასე შეუსრულებენ.

რეალობა ის არის, რომ უკვე თვითონ დარჩა ამ თავის მიერ შექმნილ ილუზიაში. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს ბელადი, რომ ის არის პატიმარი, რომ ის იხდის სასჯელს სამართლიანად, მისთვისაც უკეთესი იქნება და მისი მიმდევრებისთვისაც და ყველა დაისვენებს, ქვეყანა დაისვენებს,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ულტიმატუმი წააყენა, ერთ-ერთი მათგანი არის, რომ აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

კომენტარები

TOP 2022-01-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი – რას ითხოვს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი​

შემდეგი სტატია

ლარის შემოღებიდან 26 წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი 2021 წელს იყო

მსგავსი სტატიები

Snail mail Order Relationship Statistics – Are They Helping Couples Discover Serious Relationships?

ნაგულისხმევად საიტისათვის 09 მარ 2021

The Russian Method of Weddings

ნაგულისხმევად საიტისათვის 01 თებ 2021
Konica Minolta-სპირველი ოფისი  2019  წლის 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

Konica Minolta-სპირველი ოფისი 2019 წლის 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

    BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge