2022 წლისთვის მასწავლებელთა ხელფასის 2000 ლარამდე გაზრდა იგეგმება

განათლების რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლები. 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

2022 წლისთვის კი, მისი თქმით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლებიხელფასი – 2000 ლარსა და მეტს.