2022 წელს რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში, ამის ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – პრემიერი

ამ ბანერებით ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ქართველ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა არის ომის ფასი და რა არის მშვიდობის ფასი. ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ.
გახსოვთ, უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივნის, უმაღლესი თანამდებობის პირის, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. პოდოლიაკმა და დანილოვმა პირდაპირ მოგვიწოდეს მეორე ფრონტისკენ, ახლა რომ იღუპებიან უკრაინელი ქალები და ბავშვები, უნდა შეგვეხიდონ ამაში მოლდოველები და ქართველებიო, ეს იყო დანილოვის მოწოდება. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ამისკენ. 2022 წელს რატომ არ შემოვიდა საქართველოში, ამის ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო. რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ, მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს,“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი