NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

31 დეკ 2021 სამართალი 613 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი ციხის პოპულაციის განსატვირთად.

„საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას საქართველოს პარლამენტს ასევე წარუდგენს პარტია „ლელო“. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივებს და იმედოვნებს, რომ პარლამენტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და დაამტკიცებს ამნისტიის კანონს, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მაქსიმალურად ბევრ პატიმარს მოიცავს და თანხვედრაში იქნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებსა და დაზარალებულთა მიმართ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან.

სახალხო დამცველი კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი ციხის პოპულაციის განსატვირთად. მიუხედავად იმისა, რომ რიგი საშეღავათო მექანიზმების გამოყენების მაჩვენებელი 2020 წელს გაიზარდა (მაგ. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა), 2020 წელს შემცირდა პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის პირობებში პატიმართა უფლებების დამატებითი შეზღუდვის სიმძიმეს და აღნიშნული ამნისტიით მაქსიმალურად დააკომპენსირებს პატიმართა მდგომარეობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ” პროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა და რომლებსაც “პატიმრობის კოდექსით” გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება შეეზღუდათ, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე. ამასთან, ამნისტიის აქტი 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდება პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე „სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-255/2 მუხლები), წამებაზე (მუხლი 144/1 ), წამების მუქარაზე (მუხლი 144/2 ), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 144/3 ), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323- ე-331/2 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე-413-ე მუხლები). ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.

პროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ამნისტია ვრცელდება ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ.

კომენტარები

TOP სახალხო დამცველი 2021-12-31
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაპუაშვილი: „ემპათიას“ კეთილსინდისიერებაში ეჭვი მეპარება

შემდეგი სტატია

Financial Times: საჰაერო დარტყმები თუ სახმელეთო შეჭრა: როგორი ვარიანტები აქვს ვლადიმერ პუტინს უკრაინისათვის?

მსგავსი სტატიები

სასამართლომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

10 ნოე 2017
პროკურატურა: საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა

პროკურატურა: საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა

20 იან 2018
ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება 

ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება 

13 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge