NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – კითხულობდა ილია და დღესაც უზარმაზარი თხრილის წინ დგას ქვეყანა – დღეს უარესი გვჭირს, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – კითხულობდა ილია და დღესაც უზარმაზარი თხრილის წინ დგას ქვეყანა – დღეს უარესი გვჭირს, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ

31 დეკ 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 333 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილისასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება, – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი – 2022 წელი მიულოცა.

პრეზიდენტმა მისალოც სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ეროვნული შერიგების იდეაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2022 წელს ეს პროცესი განხორციელდება.

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ – კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა. ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმაოა, ხელი გვკრან და გადავიჩეხებით, ოღონდ ილიას წუხილი უცოდინარობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა იყო, ჩვენ კი დღეს უარესი გვჭირს, ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმანეთს ვკრავთ ხელს.

უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა და სამაგიეროდ გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები – მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა. ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა ისე, როგორც ზოგი ავრცელებს, რომ ეს ვითომ კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის, არა. არა, იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო, არა. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ არასოდეს, მომავალ წელს და შემდეგ წლებს აღარ ვთქვათ, „რით გაგახაროთ?“.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად იმიტომ, რომ ამ დღეებში ერთი ნაბიჯით მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

2021-12-31
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დადგომა უკვე იზეიმეს

შემდეგი სტატია

ეროვნულ თანხმობაზე – ზოგი ავრცელებს, ვითომ ეს კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის – არა! – პრეზიდენტი

მსგავსი სტატიები

ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, სხვანაირად ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში

ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, სხვანაირად ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021
არ შეიძლება, ასეთი ბრალდება უპასუხოდ დარჩეს – საპარლამენტო უმრავლესობა ხაზარაძის სკანდალურ  განცხადებაზე

არ შეიძლება, ასეთი ბრალდება უპასუხოდ დარჩეს – საპარლამენტო უმრავლესობა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

„პრემიერმინისტრი, თავისი თვითკმაყოფილი ტონი აჩვენებს, რომ მთავრობა მოწყვეტილია რეალობას“

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge