მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დადგომა იზეიმეს. 2022 წლის დადგომას ყველაზე ადრე წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოები – ტონგა, სამოა და კირიბატი ზეიმობენ. ახალი წელი უკვე აღნიშნეს ახალ ზელანდიაშიც. 2022 წლის დადგომას ფოიერვერკებით შეხვდნენ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში.
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 2022 წელს ტრადიციული გრანდიოზული ფოიერვერკებით შეხვდნენ, რომელიც 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ფოიერვერკების გრანდიოზული შოუსთვის 80 000-ზე მეტი პიროტექნიკა გამოიყენეს.
მომდევნო საათში ახალი წელი დადგება იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეაში.
კომენტარები