NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკ 2021 ბიზნესი 255 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი
მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის
ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების
მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი
ასეთი კომპანია ავეჯისა და კარის საწარმო „იფანი“-ა.
„იფანი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს კარისა და ავეჯის
მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია 35-მდე ადამიანს ასაქმებს და
ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული ფასებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის
ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ექსპორტის მიმართულებით ტრენინგებს
დაესწრნენ. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ზურაბ შუბითიძე გვიზიარებს, „იფანის“
სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებას უკავშირდება –
„აქტიურად ვამუშავებთ საექსპორტო განვითარების საკითხებს – გვსურს ვაწარმოოთ
ახალი პროდუქცია, რომელიც დამზადებული იქნება ქართული წიფელას ხისგან და
ფოკუსირებული საერთაშორისო ბაზრებზე. განვიხილავთ საბავშვო სათამაშოებს და
მათთან დაკავშირებულ საახალწლო თუ სხვა ტიპის ნაკეთობებს. პროგრამის
ფარგლებში მიღებული გამოცდილება ძალიან ღირებულია „იფანის“ სამომავლო
განვითარებისათვის. ტრენინგებზე მიღებული ექსპერტული რჩევები საუკეთესო
საექსპორტო პროდუქტებისა და ბაზრების იდენტიფიცირებასა და არსებული
პროდუქციის მეტად დახვეწაში გვეხმარება“, – დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ
ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის
ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი
ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის
საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს
აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე
ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის
დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და
სხვ.

კომენტარები

2021-12-28
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია – „კომერციული უძრავი ქონება: ნავიგაცია ახალ რეალობაში“ – წარადგინა

შემდეგი სტატია

უმრავლესობაში დარდობენ, როგორ გაექცათ ხელიდან ომბუდსმენის ინსტიტუტი და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება – პრეზიდენტმა უმრავლესობის პროექტს ვეტო უნდა დაადოს

მსგავსი სტატიები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა

17 აგვ 2018
საქართველოს ბანკის პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობით 272 ბავშვს უკვე  ჰყავს საკუთარი სუპერგმირი

საქართველოს ბანკის პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობით 272 ბავშვს უკვე ჰყავს საკუთარი სუპერგმირი

თამუნა 13 ოქტ 2021
„ექსპრესნიუსს“ სახელის უკანონო მითვისებისთვის სარჩელი შეაქვს

„ექსპრესნიუსს“ სახელის უკანონო მითვისებისთვის სარჩელი შეაქვს

24 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

  • ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

    ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge