NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ჩვენს სულიერ მამას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს”

“ჩვენს სულიერ მამას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს”

25 დეკ 2021 საზოგადოება 312 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენს სულიერ მამას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”- ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება, სულიერების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობათა უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

ამ მნიშვნელოვან დღეს ასევე ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, ბოლო თითქმის ნახევარი საუკუნე – თავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი მისი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. პატრიარქის დაუღალავი მოღვაწეობა ყოველთვის გვეხმარებოდა შეგვენარჩუნებინა ერთობა, სტაბილურობა, მომავლის იმედი და რწმენა.

პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება, სულიერების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობათა უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება. ვუსურვებ ჩვენს სულიერ მამას ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, -წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქი 2021-12-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რომის პაპი ფრანცისკე: ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ

შემდეგი სტატია

“დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისაგან მოელის ხალხისათვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას”

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება

ნინო ჩხეიძე 04 სექ 2021
„იმედი“ GORBI-ის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

„იმედი“ GORBI-ის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

ნინო ჩხეიძე 11 აგვ 2021
გურჯაანში ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა

გურჯაანში ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა

29 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge