NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სიმონიშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები შეიძლება დავინახოთ

სიმონიშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები შეიძლება დავინახოთ

25 დეკ 2021 პოლიტიკა 453 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიას თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან მარტივად შეგვიძლია დავინახოთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივებიც.

მისივე თქმით, ის, რომ სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მომაცემებზე ზედამხედველობის ფუნქცია გასამიჯნი იყო, დიდი ხანია ამის თაობაზე საუბრობენ და ეს თავიდანვე არასწორად გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ.

„რეალურად ამ ინიციატივის მიღმა კონკრეტულად მოქმედი ინსპექტორის საწინააღმდეგო ნაბიჯებიც შეგვიძლია დავინახოთ და სამსახურის გაუქმებით მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა შეიძლება მოჰყვეს ან ის ჩამოაშორონ საგამოძიებო ნაწილს, სადაც ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ინტერესები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად დატოვოს.

ამას მაფიქრებინებს ის, რომ კანონპროექტი ინსპექტორის სამსახურთან კონსულტაციის გარეშე შემუშავდა და მათთვის უცნობია ამ ინიციატივის შინაარსი.

კითხვებს ბადებს ამ ინიციატივის წარდგენის დროც, ინსპექტორის ბოლო დროინდელი კრიტიკული განცხადებების და ობიექტურად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ.

ამდენად, ორი რაღაც უნდა გაითვალისწონოს პარლამენტმა: 1. კანონპროექტის განხილვა არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით; 2. ინსპექტორს ვადაზე ადრე არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა და ის ვადამდე არ უნდა ჩამოშორდეს საგამოძიებო უფლებამოსილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების ნაბიჯები პოლიტიკური ანგარიშსწორება იქნება და მეტი არაფერი“, – მიაჩნია ნიკა სიმონიშვილს.

ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კომენტარები

TOP ნიკა სიმონიშვილი 2021-12-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკა სიმონიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეუფე ანდრია: ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება

შემდეგი სტატია

ცოტნე კობერიძე: ვინმეს გჯერათ თქვენ რომ საჩუქრად მოითხოვოთ მსგავსი რამეები და მერია გაჩუქებთ?

მსგავსი სტატიები

„კოვიდ 19“-ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული არ არის და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს!

„კოვიდ 19“-ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული არ არის და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს!

ირაკლი შალიკაშვილი 13 ივლ 2020
შალვა პაპუაშვილი: ესეც არის სწორედ სპეკულაციის ნაწილი – ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ…

შალვა პაპუაშვილი: ესეც არის სწორედ სპეკულაციის ნაწილი – ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ…

ნინო ჩხეიძე 14 აგვ 2023
ჩვენი გეგმები იგივეა, არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ვაგრძელებთ ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან

ჩვენი გეგმები იგივეა, არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ვაგრძელებთ ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან

ირაკლი შალიკაშვილი 04 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge