NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილს გავაცნობთ ჩვენს ხედვას

უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილს გავაცნობთ ჩვენს ხედვას

24 დეკ 2021 პოლიტიკა 309 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სალომე ზურაბიშვილს გავაცნობთ ჩვენს ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა – თუ არსებობს მინიმალური შანსი მაინც, რომ ამ პროცესში რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და ნიკა მელიას დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე განუცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის ინიციატივით წარმოებულ პროცესში მაქსიმალურად იქნება ჩართული.

“ვფიქრობ, პრეზიდენტის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. მაქსიმალურად ჩართული ვიქნებით ამ პროცესში. ჩვენ და ოპოზიციის დიდი ნაწილი, ვთვლით, რომ თუ არსებობს მინიმალური შანსი მაინც, რომ ამ პროცესში რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ჩვენი წინადადებებით მივდივართ. სალომე ზურაბიშვილს გავაცნობთ ჩვენს ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. გავცვლით მოსაზრებებს და დაველოდებით კონსულტაციების გაგრძელებას”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს შიმშილობის მასობრივი აქცია პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე პროცესს, უდუმაშვილი ამბობს, რომ პირიქით – დაეხმარება.

“ბევრი, მათ შორის კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა აქციასთან დაკავშირებით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს აქცია არაფრით შეუშლის ხელს მიმდინარე დიალოგს, პირიქით – დაეხმარება. ეს აქცია მიმართულია იმისკენ, რომ დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იყოს ხელისუფლებაზე, რათა კონკრეტული შედეგი რაც შეიძლება დროულად იქნას მიღწეული”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება მოშიმშილეებს, უდუმაშვილის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი მუდმივად აკონტროლებს.

“ამ ეტაპზე მოშიმშილეთა მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. მათი მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რათა რაიმე სახის გართულება არ იყოს. ახლა იწყება ის დღეები, როდესაც შესაძლოა, რაიმე გართულებებს ველოდოთ, ამიტომ სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოშიმშილეებზე სრული კონტროლი იყოს. იმედს ვიტოვებთ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც დაგვეხმარებიან. უკვე სამი დღეა ვითხოვთ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა იმორიგეონ, ვინაიდან მოშიმშილეების რაოდენობა ძალიან დიდია და თუ საჭირო გახდება მათი ჰოსპიტალიზაცია, ამაში დრო რომ არ დაიკარგოს”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა მედიასთან სხვა თემებზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოებში გიორგი გახარიას გუნდთან ითანამშრომლოს. უდუმაშვილი ამბობს, რომ “გახარიას გუნდთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი არაა”.

“საუბარია იმაზე, რომ სადაც არის შანსი, საკრებულოები ოპოზიციური იყოს, ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ქალაქებში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, ოპოზიციური საკრებულოები გვქონდეს”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

ზაალ უდუმაშვილი სალომე ზურაბიშვილი 2021-12-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ზაალ უდუმაშვილი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკი მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

შემდეგი სტატია

ლევან ღამბაშიძე: ცხვირაწეული მდიდრებისთვის რომ ავხსნა …

მსგავსი სტატიები

რუსეთის საგარეო უწყება: იენს სტოლტენბერგისა და  მაიკ პომპეოს განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია

რუსეთის საგარეო უწყება: იენს სტოლტენბერგისა და მაიკ პომპეოს განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია

13 დეკ 2018

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 12:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

26 ივნ 2018

“არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობაზე”

29 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge