NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს

„ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს

23 დეკ 2021 პოლიტიკა 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა კარგია, თუმცა ის, რაც ამ პროცესს ხელს შეუშლის, არის ერთგვარი ულტიმატუმების წამოყენება. ულტიმატუმი, რომ ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ . ეს ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სრული აბსურდია დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისთვის შიმშილობა.

„მგონი სააკაშვილის გარდა ყველამ თქვა, რომ თვითონ ტერმინი „ეროვნული შერიგება“ არ არის კორექტული და სწორი. თუ საუბარია ეროვნულ თანხმობასა და ქვეყნის საკეთილდღეოდ პოლიტიკური ძალების ურთიერთთანამშრომლობაზე, ეს ნამდვილად კარგი პროცესია და იმედი მაქვს, რომ გარკვეული კონტურები ამ მიმართულებით გამოიხატება. ამ მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა, ხელს რაც ამ პროცესს შეუშლის, ეს არის ერთგვარი ულტიმატუმების წამოყენება. ულტიმატუმი, რომ ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ . ეს ვერანაირი თანხმობისკენ ვერ მიგვიყვანს.

შიმშილობა პოლიტიკური პროცესებისას არ არის მაინცდამაინც საუკეთესო გზა, მაგრამ აპრობირებული მეთოდია, თუმცა როცა საუბარია, იმაზე, რომ ვიღაც ვისაც მისჯილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს, სრული აბსურდია ამგვარი რამისთვის შიმშილობა. ეს არ მომხდარა არასდროს, არსად მსოფლიოში და არ მოხდება. არსად არაა რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს. შესაბამისად, ეს ვერ მიგვიყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და დასასრულამდე, ამიტომ ამ პროცეს არ აქვს არანაირი მომავალი. მოვუწოდებ, ყველა ადამიანს, ვინც ამ შიმშილობის აქციაში აპირებს მონაწილეობას ან უკვე მონაწილეობს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი. გუშინ სოსო რობაქიძის განცხადება მოვისმინე, ყოფილი რეჟიმის მსხვერპლნი თუ მსხვერპლთა ოჯახები ასევე გეგმავენ, რომ დაიწყონ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და იმ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი არ დაიწყონ, იმიტომ, რომ ეს დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის გარდა არსად მიგვიყვანს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

2021-12-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კომპანია სოკარის საქართველოში მოღვაწეობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

შემდეგი სტატია

არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატოს უფლება, დაიცვას ყველა მოკავშირე, ისევე როგორც ძირითადი პრინციპი, რომ ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა

მსგავსი სტატიები

„მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა მე გავუკაფე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა“

13 დეკ 2018

„გუშინ გამოვიდა ე.წ. პრემიერმინისტრი და ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე“

სოსო ელისაშვილი 11 ოქტ 2018
ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები ჩვენი ოპონენტების ამოცანა არ იყო

ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები ჩვენი ოპონენტების ამოცანა არ იყო

ირაკლი შალიკაშვილი 11 თებ 2020

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge