NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?!

კობახიძე: თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?!

22 დეკ 2021 პოლიტიკა 545 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის ლოგიკური წინაპირობა – თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი – ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც პოლიტიკური ინტერესებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივის კონტექსტში “ქართულ ოცნებას” წინაპირობების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მათი პოზიციაა, რომ ყველაფრის წინაპირობა არის შეფასება, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულების.

“ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს შეფასება და პრეზიდენტმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში, უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც, მაგრამ ამის იმედი რამდენად შეიძლება გვქონდეს არ ვიცი.

ქალბატონმა სალომემაც აღნიშნა, რომ ვერავის გარანტიას ვერ მისცემს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, როგორი იქნება შედეგები ეს არავინ იცის, პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მისთვის ადვილად გასათვლელი არ არის შედეგები და ბუნებრივია, არც ჩვენთვის არის ადვილად გასათვლელი. ეს არის ლოგიკური წინაპირობა, წარმოიდგინეთ – თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ვიღაცამ რაღაც დაგიშავათ, ჯერ ხომ უნდა აღიაროს იმ ადამიანმა, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი შენი ოჯახის წინააღმდეგ, მერე იწყება შერიგებაზე საუბარი, თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი – ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც პოლიტიკური ინტერესებით,”- განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მზად არიან მაქსიმალური წვლილი შეიტანონ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში, თუ ამ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი პრეზიდენტთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ამისთვისაც მზად არიან.

“ჩვენ არ ვართ ამ პროცესის წარმმართველები, ინიციატივა გამოავლინა პრეზიდენტმა და ჩვენ უნდა დაველოდოთ მის კონკრეტულ ქმედებებს, ინიციატივებს და ამის მიხედვით გვექნება ჩვენ რეაქცია. რაც შეეხება ზოგადად ამ ინიციატივას, მის მიზანს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, ჩვენთვის ეს არის არამარტო მისაღები, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რეალურად, “ნაცმოძრაობა” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს, თქვენ გახსოვთ, ისინი პრეზიდენტის რეზიდენციაშიც კი არ მივიდნენ, მუდმივად საუბრობენ მესამე პრეზიდენტზე – ეს მესიჯია სააკაშვილთან დაკავშირებით მაშინ, როცა მოქმედ პრეზიდენტს არ სცეს ელემენტარული პატივი და არ მივიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში. ეს მეტყველებს მათ ბუნებაზეც, მათ მიზნებზეც, მათ არ სურთ პოლარიზაციის შემცირება, რადგან ხედავენ, რომ მათთვის პოლარიზაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიონ, თუმცა, სინამდვილეში პოლარიზაციაც ისევე, როგორც დეპოლარიზაცია, ორივე “ნაცმოძრაობისთვის” არის საზიანო, რადგან მთლიანად არიან აცდენილნი იმ ხაზს, რასაც ჰქვია ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები,”- განაცხადა კობახიძემ.

მას ასევე ჰკითხეს გიორგი მარგველაშვილის სურვილზე, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ “გიორგი მარგველაშვილი საერთოდ არ არის საინტერესო”.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე 2021-12-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

შემდეგი სტატია

ალეკო ელისაშვილი: პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს

მსგავსი სტატიები

უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

ირაკლი შალიკაშვილი 20 აპრ 2021
„წინასაარჩევნო გარემოს განსაზღვრავს ის მეთოდები, რომელიც უკვე ტრადიციული გახდა “ქართული ოცნების” პირობებში, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა “

„წინასაარჩევნო გარემოს განსაზღვრავს ის მეთოდები, რომელიც უკვე ტრადიციული გახდა “ქართული ოცნების” პირობებში, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა “

სოსო ელისაშვილი 14 მაი 2019

სემეკის თავმჯდომარე „ლეიბორისტებს“ პასუხობს

07 სექ 2017

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge