საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი, ქალიშვილობაში ტრონიე, აპირებს სასამართლოში უჩივლოს მათ, ვინც ჭორებს უვრცელებს, თითქოს პირველი ლედი თავიდან მამაკაცი იყო, მერე კი, 80-იანი წლების ბოლოს სქესი შეიცვალა.
მათი მტკიცებით, ბრიჟიტ მაკრონი ტრანსგენდერია, რადგან კაცად დაიბადა და ჟან-მიშელ ტრონიე დაარქვეს. ბოლო დღეებია, ჰეშთეგი #JeanMichelTrogneux საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ განხილვადი თემაა Twitter-ზე. საფრანგეთის პირველი ლედი ამ ცილისწამებას და ტრანსფობიურ მითქმა-მოთქმას მსუბუქად არ შეხვდა და აპირებს, პასუხი აგებინოს მათ, ვინც ამგვარ ხმებს უვრცელებს.
როგორც გამოცემა „ლე ფიგარო“ წერს, პირველი ლედის გარემოცვას დაუკავშირდნენ და მათ დაადასტურეს, რომ ცილისმწამებელთა წინააღმდეგ ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ინფორმაცია, თითქოს პირველი ლედი ტრანსგენდერია, პირველად ჟურნალ Faits & Documents-ში გამოქვეყნდა, რომელიც კონსპიროლოგიურ წრეებთან საკმაოდ დაახლოებულად მიჩნევა.
კომენტარები