NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»პირველი არხის ცნობილი დიქტორი მალხაზ გელაშვილი კოვიდმა შეიწირა

პირველი არხის ცნობილი დიქტორი მალხაზ გელაშვილი კოვიდმა შეიწირა

20 დეკ 2021 საზოგადოება 889 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მის­თვის ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო ეპი­თე­ტი მე­მე­ტე­ბა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მი­უ­ძღვნა, რად­გან მუ­დამ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და არა­ვის­ში აგე­რე­ო­და: მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი და თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და კე­თი­ლი, წე­სი­ე­რი და მო­რი­დე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და უშუ­ა­ლო, სა­ოც­რად ენერ­გი­უ­ლი და სპორ­ტუ­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­ტყვე­ლე­ბით, გა­რეგ­ნო­ბი­თა და ყვე­ლა ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შე­სა­ფე­რი­სი სა­ხე­ლით…

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი არ­ხის უსიმ­პა­თი­უ­რე­სი დიქ­ტო­რი და გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნი მალ­ხაზ გე­ლაშ­ვი­ლი სას­ტიკ­მა და და­უნ­დო­ბელ­მა კო­ვიდ­მა შე­ი­წი­რა… არა­და, მი­თხრეს, უკეთ იყო, სა­ა­ვად­მყო­ფო­და­ნაც გა­მო­წე­რე­სო, მაგ­რამ… იგი დიდი ხნის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და “ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან” გა­ვი­ცა­ნი და არც არას­დროს დამ­ვი­წყნია, სა­ა­მი­სოდ კი ბევ­რი მი­ზე­ზი მქონ­და – ტე­ლე­რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბამ, ეკ­რა­ნი­და­ნაც და პი­რის­პი­რაც სი­კე­თეს ას­ხი­ვებ­და, თბი­ლად მო­გე­სალ­მე­ბო­და და მო­გი­კი­თხავ­და. ხში­რად ვხე­დავ­დი ვე­ლო­სი­პე­დით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში (ასე მა­შინ თითო-ორო­ლა კაცი თუ და­დი­ო­და), თა­ნაც მი­ახ­ლო­ე­ბი­თი სა­წყი­სი პუნ­ქტი ჩემი უბა­ნი გახ­ლდათ. მერე, წლე­ბი გა­ვი­და და აღარ­სად შევ­ხვედ­რი­ვართ ერ­თმა­ნეთს, აღარც ის მუ­შა­ობ­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და აღარც მე. სა­მა­გი­ე­როდ, ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­შეი, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­საც გა­და­ვე­ყა­რე. ასე დავ­მე­გობ­რდით, შემ­დეგ კი შევ­ხვდით კი­დეც – ინ­ტერ­ვი­უს შანსს რო­გორ გა­ვუშ­ვებ­დი ხე­ლი­დან… შევ­ხვდით ზუს­ტად ორი წლის წინ, ამ პე­რი­ოდ­ში – დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში… პი­რის­პირ სა­უბ­რი­სას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი მალ­ხაზ გე­ლაშ­ვი­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე – კვლავ კე­თი­ლი ღი­მი­ლით, მაგ­რამ – უკვე ჭა­ღა­რა­შე­რე­უ­ლი, თუმ­ცა და­უდ­გრო­მე­ლი მოგ­ზა­უ­რი, მო­ცუ­რა­ვე, კინო და ფო­ტო­გა­და­ღე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი… სხვა­თა შო­რის, შეხ­ვედ­რამ­დე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მის პი­რად გვერ­დზე თვალ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი არ­ხის უკვე სა­არ­ქი­ვო სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა “ცის­კა­რას” კად­რი მომ­ხვდა და ქვე­მოთ ერთი ქალ­ბა­ტო­ნის კო­მენ­ტა­რი, – მახ­სოვს, სა­ე­თე­რო­ში ბოლო წა­მებ­ში შე­მო­ვარ­დე­ბო­დი და მერე იჯე­ქი ეთერ­ში პა­ტი­ო­სა­ნი სა­ხი­თო. არა­და, უკი­დუ­რე­სად მო­წეს­რი­გე­ბულ ადა­მი­ა­ნად წარ­მო­მედ­გი­ნა და, თურ­მე, რა “ნაკ­ლი” ჰქო­ნია! ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­მო­მი­ტყდა, – შან­სი არ იყო, სა­ე­თე­რო­ში 1-2 წუ­თით არ და­მეგ­ვი­ა­ნაო…

დღე­საც მის მო­გო­ნე­ბებს გავ­ყვე­ბი, ოღონდ – მის გა­რე­შე, და ეს ძა­ლი­ან დიდ ტკი­ვილს მა­ყე­ნებს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რად ვიქ­ცე­ვი… ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ვი­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა…

მალ­ხაზ გე­ლაშ­ვილს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (ამ­ჟა­მინ­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის) სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დრა­მი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი იყო. მახ­სოვს, მი­თხრა, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი იყოო.

რე­ჟი­სორ რეზო მირ­ცხუ­ლა­ვას ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და რა­დი­ოს ყო­ფილ დიქ­ტორ ლალი ზან­გუ­რაშ­ვილ­თან, ერთ დროს ძა­ლი­ან კარგ მსა­ხი­ობ­სა და შემ­დეგ­ში მო­ძღვარ, აწ გან­სვე­ნე­ბულ ვაჟა მინ­დი­აშ­ვილ­თან – იმა­ვე მამა ნი­კო­ლოზ­თან და მის მე­უღ­ლე – მსა­ხი­ობ ეკა ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან ერ­თად, ასე­ვე, ნატო გაგ­ნი­ძე­სა და მიშა ბუ­კი­ას­თან ერ­თად… გა­მო­მი­ტყდა, ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რო­ბა ჩე­მით არ ამირ­ჩე­ვია, ალ­ბათ, თვი­თონ დიქ­ტო­რო­ბამ ამირ­ჩი­აო. არა­და, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ჯერ კი­დევ აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­დი­ო­და, ეპი­ზო­დებ­საც კი ან­დობ­დნენ; პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლი­სას მე­ტე­ხის თე­ატრმა მი­იწ­ვია და, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ მუ­შა­ობ­და, მე­სა­მე კურ­სზე სწავ­ლის ერთ დღეს კი ინ­სტი­ტუ­ტში ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი არ­ხის დიქ­ტო­რი – ომარ ტი­ვა­ძე მი­სუ­ლა და შერ­ჩე­ვით 10 სტუ­დენ­ტი ტე­ლე­დიქ­ტო­რე­ბის კონ­კურ­სის კან­დი­და­ტე­ბად წა­უყ­ვა­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში.

მალ­ხა­ზიც მორ­ჩი­ლად გაჰ­ყო­ლია, უფიქ­რია, ტე­ლე­ვი­ზი­ას მა­ინც და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბო. ორი ტური რომ გა­და­უ­ლა­ხავს, მხო­ლოდ მა­შინ მიმხვდა­რა რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რად მი­ი­ღეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ… ტე­ლე­ვი­ზია არ აინ­ტე­რე­სებ­და და თე­ატ­რი უნ­დო­და, მაგ­რამ, ფაქ­ტია, უარი ვე­ღარ თქვა. სი­ცი­ლით მი­ამ­ბობ­და, დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, რა პა­რა­მეტ­რით შე­მარ­ჩი­ეს, რად­გან იმ­ხა­ნად რუ­სუ­ლის სა­უ­კე­თე­სოდ ცოდ­ნას ითხოვ­დნენ, ქარ­თუ­ლის დო­ნე­ზე უნდა გე­ლა­პა­რა­კა, არა­და, მე, არა­თუ “ვამ­ტვრევ­დი”, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი რუ­სუ­ლიო..

“ვი­ზუ­ა­ლიც არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი მქონ­და – ლა­მის წე­ლამ­დე თმას ვა­ტა­რებ­დი, ჯინ­სებ­ზე მო­საც­მელ­შე­მოხ­ვე­უ­ლი დავ­დი­ო­დი და ა.შ. ამ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოჯახ­საც მო­ვე­კი­დე, მერე ცოტა ხნით უნ­გრეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, 1976 წლის 2 აგ­ვის­ტოს, ომარ ტი­ვა­ძე მეს­ტუმ­რა შინ, – ამ სა­ღა­მოს, 6 სა­ა­თი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ის მე­ო­რე პროგ­რა­მა­ზე ხარ მო­რი­გე. სას­წრა­ფოდ თმა შე­ი­ჭე­რი, მო­წეს­რიგ­დი და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გე­ლო­დე­ბიო. თმა­გაკ­რე­ჭი­ლი რომ გა­მო­ვე­ცხა­დე, მი­საყ­ვე­დუ­რა, რა­ტომ არ გა­იკ­რი­ჭეო? თურ­მე, ძა­ლი­ან და­ბალ­ზე უნდა შე­მეჭ­რა, სას­წრა­ფოდ კი­დევ ორ­ჯერ შე­მა­მოკ­ლე­ბი­ნა თმა და სტუ­დი­ა­ში ზე­პი­რად გა­მო­სა­ცხა­დე­ბე­ლი ტექ­სტი წი­თე­ლი ფან­ქრით და­მი­წე­რა: “გა­მარ­ჯო­ბათ, ამ­ხა­ნა­გე­ბო! ზდ­რავ­სტვუ­ი­ტე, ტა­ვა­რიშ­ჩი!” ვეხ­ვე­წე, რუ­სუ­ლად მარ­ტო გა­მარ­ჯო­ბას ვი­ტყვი-მეთ­ქი და – არაო! მა­შინ, გა­მარ­ჯო­ბათ, მე­გობ­რე­ბოს ვი­ტყვი-მეთ­ქი და – სა­და­უ­რი შენი მე­გობ­რე­ბი არი­ა­ნო?! ამას მე­ო­რე ტექ­სტიც მო­ა­ყო­ლა, 10 წუთ­ში კვლავ ზე­პი­რად სათ­ქმე­ლი: “მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი “მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის ადი­უ­ტან­ტი”. ჯერ ქარ­თუ­ლად ძლივს ვთქვი და, წარ­მო­იდ­გი­ნე, რუ­სუ­ლად რო­გო­რი სათ­ქმე­ლი იყო: “ადი­უ­ტანტ ევო პრე­ვას­ხა­დი­ტელსტვა”? მერე რო­გორც თქვეს, ეკ­რან­ზე “ასა­ტა­ნი” ვი­ყა­ვი. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვე დიქ­ტო­რად და დღემ­დე იმა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ოღონდ უკვე სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში”, – მო­მიყ­ვა ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­სას.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ერ­თად ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი გა­და­ი­ა­რა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, თე­ატ­რებ­შიც მუ­შა­ობ­და და სულ გა­დარ­ბე­ნა ჰქონ­და – ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დი­ლის პროგ­რა­მას გახ­სნი­და, გა­იქ­ცე­ო­და ინ­სტი­ტუ­ტში, მერე “ერთი წუ­თით” და­ე­თხო­ვე­ბო­და ლექ­ტორს, ტრო­ლე­ი­ბუ­სით გა­ვარ­დე­ბო­და კვლავ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, გა­მო­ა­ცხა­დებ­და, გა­და­ცე­მე­ბი დამ­თავ­რე­ბუ­ლია, ვა­ცხა­დებთ შეს­ვე­ნე­ბა­სო და კის­რის­ტე­ხით მირ­ბო­დი ინ­სტი­ტუ­ტში. ამ რიტ­მში იცხოვ­რა მე­ო­თხე კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში. ინ­სტი­ტუ­ტის შემ­დეგ რუს­თა­ვის თე­ატ­რში გა­ა­ნა­წი­ლეს და მერე იქ და­ე­წყო გა­დარ­ბე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნო­ში გა­და­ღე­ბას, მის­თვის დრო ნამ­დვი­ლად აღარ ჰქონ­და და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფილ­მი მო­ას­წრო…

იმ პე­რი­ოდ­ში დიქ­ტო­რე­ბად მსა­ხი­ო­ბე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და თა­მა­საც მა­ღა­ლი იყო – მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ სა­მე­ტყვე­ლო აპა­რა­ტის გა­მარ­თუ­ლო­ბა, ვი­ზუ­ა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა, სი­ლა­მა­ზე და გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა. იდე­ო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო და საბ­ჭო­თა კე-გე-ბე-ს თვალს ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ­დი. ეთერ­ში გა­შე­შე­ბუ­ლი უნდა მჯდა­რი­ყა­ვი, რად­გან თა­ვის ან ხე­ლის ოდ­ნა­ვი გა­მოძ­რა­ვე­ბაც კი ეჭვს აღ­ძრავ­და, ეთე­რი­დან ვინ­მეს რა­ი­მეს ხომ არ ანიშ­ნებ­სო. სტუ­დი­ა­ში ბუ­ზიც რომ დაგჯ­დო­მო­და თავ­ზე, არ უნდა შე­გემ­ჩნია. მალ­ხა­ზი იხ­სე­ნებ­და, ბუზი ხელ­ზე რომ და­მაჯ­დე­ბო­და, არც ვიმ­ჩნევ­დი, მთა­ვა­რი იყო, არ აფ­რე­ნი­ლი­ყო და ცხვირ­ზე არ დამ­ჯდო­მო­დაო.

ვრცლად იხილეთ აქ 

კომენტარები

კოვიდი მალხაზ გელაშვილი 2021-12-20
ნინო ჩხეიძე
Tags კოვიდი მალხაზ გელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით “მწვერვალი“ განვითარებას განაგრძობს

შემდეგი სტატია

ალეკო შუღლაძე: ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?!

მსგავსი სტატიები

ფეხბურთის ფედერაციასთან რამდენიმე პირი დააკავეს

31 ოქტ 2017
ბასილ კობახიძე: …ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ

ბასილ კობახიძე: …ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ

ნინო ჩხეიძე 29 აგვ 2020
საქართველოს 9 მოქალაქე ავიაკომპანია „ვიზეარს“ სთხოვს,  ლარნაკადან საქართველოში დააბრუნოს

საქართველოს 9 მოქალაქე ავიაკომპანია „ვიზეარს“ სთხოვს,  ლარნაკადან საქართველოში დააბრუნოს

03 იან 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge