NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ხვიჩია: …ზოგადად, პატიმრების შეწყალებას ვგულისხმობ

ხვიჩია: …ზოგადად, პატიმრების შეწყალებას ვგულისხმობ

16 დეკ 2021 საზოგადოება 192 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზედმეტი მოლოდინი არ მაქვს, რომ შერიგება დღეს იწყება. უბრალოდ, წინასაახალწლო ღონისძიებაზე მოვედი იმისთვის, რომ ადამიანების განწყობები გავიგო – ოპოზიცია არ მეპატიჟება თავის შეხვედრებზე და აქ მაინც მექნება საშუალება დაველაპარაკო, ვკითხო, რას მერჩიან , – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის სასახლესთან მედიას განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პროცესი უნდა დაიწყოს ოპოზიციური პარტიების შერიგებით.

„ზედმეტი მოლოდინი არ მაქვს, მათ შორის არც ის მგონია, რომ შერიგება დღეს იწყება და ა.შ. უბრალოდ, წინასაახალწლო ღონისძიებაზე მოვედი იმისთვის, რომ ადამიანების განწყობები გავიგო. ხომ იცით, ოპოზიცია არ მეპატიჟება თავის შეხვედრებზე და აქ მაინც მექნება საშუალება დაველაპარაკო, ვკითხო, რას მერჩიან, ჩემ გარეშე რატომ ხვდებიან „ქართულ ოცნებას“ ხოლმე. შერიგებას რა უნდა გარდა იმისა, რომ შერიგება გინდოდეს. პრობლემა მხოლოდ ამაში მდგომარეობს და ის, რომ გავარკვიოთ, ვის რა უნდა, უნდა დავაკვირდეთ. ქართველ პოლიტიკოსებს. არ გვაქვს საშუალება, რომ ერთმანეთს გულწრფელად დაველაპარაკოთ. სინამდვილეში, სხვა რაღაც ხდება საპარლამენტო ცხოვრებაში. თუ ასეთი არაფორმალური შეხვედრები გულწრფელ საუბრებს ხელს შეუწყობს, მე მივესალმებოდი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართვა, შეწყალების უფლება უფრო თამამად გამოიყენოს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„გზავნილი არ ვიცი, მაგრამ თხოვნა მაქვს, რომ ზოგადად, ახალი წელია, შობა მოდის და მისი ერთ-ერთი მთავარი უფლებამოსილება და კომპეტენცია არის შეწყალება, ზოგადად, ამ თვალსაზრისით, იფიქროს. მე ვეცდები, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს პარლამენტში ყველა პარტიასთან იმ თვალსაზრისით, რომ ამას არ მოჰყვეს რაღაც ტიპის პრობლემები, მაგრამ ვთხოვდი, რომ პრეზიდენტმა უფრო თამამად გამოიყენოს თავისი დისკრეცია შეწყალების შესახებ. მიხეილ სააკაშვილს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მგონია, რომ ეს ცალკე გადასაწყვეტი პოლიტიკური საკითხია. ზოგადად, პატიმრების შეწყალებას ვგულისხმობ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

იაგო ხვიჩია 2021-12-16
ნინო ჩხეიძე
Tags იაგო ხვიჩია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნათია თურნავა: …უნდა გადავდგეთ – იქნებ ჩამოაყალიბოთ და გვითხრათ, როგორ შველის ეს ეკონომიკას?

შემდეგი სტატია

ზურაბიშვილი: ჩვენი სახელმწიფო 30 წლისა, ზრდასრული სახელმწიფოა, დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

“საპროტესტო აქციასა და მთავრობას შორის ჩადგა ე. წ. კონტრაქცია!”

“საპროტესტო აქციასა და მთავრობას შორის ჩადგა ე. წ. კონტრაქცია!”

06 ივნ 2018

ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში საარჩევნო ურნების ჩამორთმევა დაიწყო

01 ოქტ 2017
„სკოლის დირექტორი შეგვპირდა, რომ წელში და კისერში გადაგვტეხავდა, რასაც ახორციელებს“

„სკოლის დირექტორი შეგვპირდა, რომ წელში და კისერში გადაგვტეხავდა, რასაც ახორციელებს“

20 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge