NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება

პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება

16 დეკ 2021 ბიზნესი 342 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

23 დეკემბერს, 23:00 საათზე, ფორმულას პირდაპირ ეთერში, ასევე საბას, თიბისის,
არაერთი გამომცემლობისა და პორტალის FACEBOOK გვერდებზე ჟიური
გამარჯვებულებს გამოავლენს.
წელს განსაკუთრებული სიახლეა – ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10
ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა –
საქართველომ“ დააწესა, ხოლო გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ „საერთაშორისო
გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
როგორც ცნობილია, ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ წელს 260 კონკურსანტი
მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა.
გამარჯვებულებს გადაეცემათ „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები.
საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს:
 საუკეთესო რომანი
 საუკეთესო პოეტური კრებული
 საუკეთესო პროზაული კრებული
 საუკეთესო პიესა
 საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
 საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
 საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
 უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
 ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
ფინალისტი წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“
ვებგვერდზე saba.com.ge .
წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა – პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი
ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა
ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და
ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის

წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის
გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

კომენტარები

2021-12-16
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გოცირიძე: ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა

შემდეგი სტატია

ანუკი არეშიძე: ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც ,,აიფონები” და არც სხვა ძვირადღირებული ტელეფონები. არ სარგებლობენ ინტერნეტით, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით…

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს

24 ივლ 2018
საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ,  კომაროვის STEM ბანაკში იწვევს

საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს

თამუნა 03 მაი 2022
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა

თამუნა 01 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge