NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნათია თურნავა: …უნდა გადავდგეთ – იქნებ ჩამოაყალიბოთ და გვითხრათ, როგორ შველის ეს ეკონომიკას?

ნათია თურნავა: …უნდა გადავდგეთ – იქნებ ჩამოაყალიბოთ და გვითხრათ, როგორ შველის ეს ეკონომიკას?

16 დეკ 2021 პოლიტიკა 407 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სულ ვცდილობ, ნებისმიერი ოპოზიციის საუბრიდან რაციონალი გამოვიტანო – დღეს ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარი რეცეპტი გამოვიტანე, რომ უნდა გადავდგეთ! – იქნებ კონცეპტუალურად ჩამოაყალიბოთ და გვითხრათ, როგორ შველის ეს ეკონომიკას?! – ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის მისამართით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

როგორც მან დეპუტატ სალომე სამადაშვილის პასუხად აღნიშნა, “კარგად ესმის, რომ ქალბატონ სამადაშვილს ძალიან გაუხარდებოდა და ესიამოვნებოდა, მის ადგილას მიხეილ სააკაშვილი იდგეს, მაგრამ ეს ფუჭი ოცნებაა და ოპოზიციის ეს წადილი ტყუილია“.

“არ მინდა სალომე სამადაშვილს დავუკარგო მცდელობა იმისა, რომ ქუჩის ოპოზიციას გაემიჯნა და დარბაზში ნაწილობრივ, ჩემი მოხსენების დროს მაინც იყო და კითხვაც დასვა. ეს მართლაც მისასალმებელია, მაგრამ რა კითხვაც დასვა, არ ვიცი, ამისთვის რატომ მოცდა. თავს ძალა არ დაატანა და ელემენტარული ეკონომიკური კითხვა არ დასვა. ის რაც მოსახლეობა ადარდებს – სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე – ყველაფერი მისი ყურადღების მიღმა დარჩა. ერთადერთი კითხვა დასვა – როდის გადადგებით? ასევე პაატა მანჯგალაძეს აინტერესებდა, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგეს. ის რაც ამისთვის უნდა მოხდეს, არ მხდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მინისტრმა პერსონალურად პაატა მაჯგალაძესაც მიმართა და როგორც მისი მისამართით განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალაა.

“ეს სათაურითაც ჩანს – ხან “სტრატეგია აღმაშენებელი“ ხართ, ხან მიშელის გზა თუ მიშელის ჯგუფი, ხან მესამე გზა. ასეთივე ჩამოუყალიბებელი ეკონომიკური პრატფორმა გაქვთ – ხან მემარჯვენეობაზე დებთ თავს, ხან პოპულისტური მემარცხენე ლოზუნგებით გამოირჩევით“, – განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

კომენტარები

TOP ნათია თურნავა 2021-12-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნათია თურნავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანუკი არეშიძე: ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც ,,აიფონები” და არც სხვა ძვირადღირებული ტელეფონები. არ სარგებლობენ ინტერნეტით, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით…

შემდეგი სტატია

ხვიჩია: …ზოგადად, პატიმრების შეწყალებას ვგულისხმობ

მსგავსი სტატიები

“ბატონი ვოლსკი 90-იან წლებში იყო ცეკას ინსტრუქტორი და …”

“ბატონი ვოლსკი 90-იან წლებში იყო ცეკას ინსტრუქტორი და …”

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2020

„რუსთავი 2“ აჭარაში საარჩევნო უბნებზე დარღვევების კადრებს ავრცელებს

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
პარლამენტში შემოვედი, რათა კურდღლების დარბაზი დავათვალიერო

პარლამენტში შემოვედი, რათა კურდღლების დარბაზი დავათვალიერო

ირაკლი შალიკაშვილი 05 თებ 2020

უახლესი ამბები

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

  • ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

    ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge