NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ სააკაშვილი: ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას, პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება

მიხეილ სააკაშვილი: ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას, პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება

16 დეკ 2021 პოლიტიკა 615 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას, პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება – ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, ერთი წუთით არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება.

სააკაშვილის თქმით, მიაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად კი მიესალმება დიალოგის შეთავაზებას.

“ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას.

პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ.

ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდაოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას.

ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია – ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის – რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა.

საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ!

ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ.

ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდაოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას.

ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია – ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის – რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა.

საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი 2021-12-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბიშვილი: ჩვენი სახელმწიფო 30 წლისა, ზრდასრული სახელმწიფოა, დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: დავასრულეთ ბრიუსელში ნაყოფიერი სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

მსგავსი სტატიები

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა“

20 ნოე 2018

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს“

სოსო ელისაშვილი 25 თებ 2018

სალომე სამადაშვილი პარტიის პოლისაბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

23 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge