NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მელია: ივანიშვილის სასამართლომ გაამართლოს ადამიანები, რომელთაც 3 წელია ფულის გათეთრებას ედავება

მელია: ივანიშვილის სასამართლომ გაამართლოს ადამიანები, რომელთაც 3 წელია ფულის გათეთრებას ედავება

16 დეკ 2021 პოლიტიკა 271 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ივანიშვილს ძალიან დიდი სურვილი აქვს, ბადრი და მამუკა დააპატიმროს, წერეთლების ოჯახს მიაყენოს დიდი დარტყმა და, აქედან გამომდინარე, „ტვ პირველს“, მაგრამ ის ამას ვერ გაბედავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, ბოლო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

როგორც მელიამ აღნიშნა, აღნიშნული საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული.

„ბიძინა ივანიშვილს ახლა ამის თავი არ აქვს. მისი უდიდესი სურვილია, დააპატიმროს ამ საქმის ყველა ფიგურანტი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული, მაგრამ მათი სტანდარტისთვისაც კი მეტისმეტია ერთ მოცემულ პერიოდში ჰყავდეს ბევრი პოლიტიკოსი ციხეში. ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გაამართლოს ადამიანები, რომელთაც 3 წლის განმავლობაში ედავება ფულის გათეთრებას, ეს წარმოუდგენელია – თავზე ლაფს ხომ არ დაისხამს? იმისათვის, რომ გაამტყუნოს, ერთი ადგილი სჭირდება, რაც ახლა ბიძინა ივანიშვილის არ აქვს. რაღაც შუალედურ სისულელეს მოიფიქრებს, მაგრამ მთავარია, რომ ძალიან მალე, სწრაფად, ამ შენობაში საზოგადოება და აქტიური ადამიანები, ჟურნალისტები, მედიამფლობელები, პროფესორები, პოლიტიკოსები არ იყვნენ დაბარებული მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციურად არიან განწყობილი. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა“, – აღნიშნა მელიამ.

მან ასევე სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა, რომელმაც საახალწლო მიღებაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ დაპატიჟა.

„სალომე ზურაბიშვილს დიდი მადლობა მოწვევისთვის, ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო მიღება. ჩვენ თავს ვიკავებთ საახალწლო მიღებაში მონაწილეობისგან გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ იმ შეხვედრებში მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელიც მალე იქნება“, – განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოსულ თემურ ალასანიაზეც გააკეთა კომენტარი.

„თემურ ალასანია არის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი. რა შუაშია ალასანია და პოლიტიკური პროცესები? სააკაშვილის ოჯახის წევრი გინდათ რომ ჩართოთ ქართულ პოლიტიკაში. “ქართულ ოცნებაში” ბევრ რამეს საუბრობენ. ყოველდღე საუბრობენ იმაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, მათი სიუჟეტები, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტია, თითქოს მე პარტიას ვტოვებ. როდესაც მათი სიუჟეტები და კამპანია მხვდება თვალში, ვრწმუნდები, რომ ძალიან სწორ პოლიტიკას ვაკეთებთ, რაც არ სიამოვნებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

ნიკა მელია 2021-12-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები არის ფარისევლობა

შემდეგი სტატია

ბეჟაშვილი: როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, შეხვედრებს შევუერთდებით

მსგავსი სტატიები

კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა

სოსო ელისაშვილი 10 აპრ 2019
ისევ აქტიურად და აგრესიულად ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება, იმისათვის, რომ აღიკვეთოს ხელისუფლების ეს მცდელობა – კალანდაძე “რუსთავი 2”-ზე დაწყებულ ზეწოლაზე საუბრობს

ისევ აქტიურად და აგრესიულად ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება, იმისათვის, რომ აღიკვეთოს ხელისუფლების ეს მცდელობა – კალანდაძე “რუსთავი 2”-ზე დაწყებულ ზეწოლაზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 08 მაი 2019

უდუმაშვილი: დღეს პრაქტიკულად თბილისს ჩაუდგნენ ჯიბრში

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge