NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით ზალკალიანი: ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი

დავით ზალკალიანი: ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი

15 დეკ 2021 პოლიტიკა 626 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი – ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ სერიოზული საქმიანობა გაწია იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის წევრობის 59-ე მუხლთან არის კონტექსტში. ამის კიდევ ერთხელ დადასტურება მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ევროპული მისწრაფება იქნება ასახული საბოლოო დეკლარაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში პირველად იქნება ტრიოს ფორმატის მიღება. ტრიოს ფორმატზე საუბარი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ამ ფორმატს, როგორც უკვე შემდგარ თანამშრომლობის ჩარჩოებს. ეს ხსნის ასევე ტრიოს ფორმატის სახით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პრინციპი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ დეკლარაციას, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოვლისმომცველობა, მაგრამ დიფერენციაციის პრინციპის გათვალისწინებით. ანუ ქვეყნები, რომლებიც ამჟღავნებენ მეტ პროგრესს, უფრო მკაფიო შედეგები აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ისინი იმსახურებენ შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით.

„ძალიან კარგია ასევე, რომ მხარდაჭერილია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით. ძალიან კარგია დაკავშირებადობა და ეკონომიკური განზომილება, რომელიც შემოვიდა ამ დეკლარაციაში. ბევრი კონკრეტული მიმართულება იქნება, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ. მათ შორის, ჩვენ ვიმუშავებთ შავი ზღვის, როგორც ევროკავშირთან დამაკავშირებელი გეოგრაფიული არეალის და შავი ზღვის არეალის და შავი ზღვის საშუალებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რაც ევროკავშირთან დაკავშირებადობას გააძლიერებს.

ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ მაგალითად როუმინგის სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ასევე განათლების მიმართულებით – ჩნდება შესაძლებლობები, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა ისარგებლონ იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით – ფაქტობრიავად მაქსიმალურად მოვიცვათ ევროკავშირის პროგრამები და სააგენტოები და უკვე იქ, სადაც შესაძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, განვითარდეს და განავითაროს კონკრეტული მიმართულებები, ისე, როგორც ამით სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

TOP დავით ზალკალიანი 2021-12-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით ზალკალიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ლამის სახლში შემოვიდეს თუთა. ლამის წელზე შემომხვიოს ხელი”

შემდეგი სტატია

ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირთან

მსგავსი სტატიები

ლუკ კოფი: …მარტო პუტინი იგებს

ლუკ კოფი: …მარტო პუტინი იგებს

ნინო ჩხეიძე 23 თებ 2021
“რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რევიზია არ იქნება” – დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

“რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რევიზია არ იქნება” – დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

ირაკლი შალიკაშვილი 17 იან 2022
“ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს”

“ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს”

ნინო ჩხეიძე 10 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

    მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge