NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეიძლება აპატიო რიგით დამნაშავეს, მაგრამ პირს, რომელსაც საკუთარი ხალხის ბედი აბარია, არა! – არ შეიძლება უმაღლესი თანამდებობის პირების დაუსჯელობის პრეცედენტი დაიშვას

შეიძლება აპატიო რიგით დამნაშავეს, მაგრამ პირს, რომელსაც საკუთარი ხალხის ბედი აბარია, არა! – არ შეიძლება უმაღლესი თანამდებობის პირების დაუსჯელობის პრეცედენტი დაიშვას

14 დეკ 2021 პოლიტიკა 429 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩემი პირადი პოზიცია არის ხისტი და უკომპრომისო – შეიძლება აპატიო რიგით დამნაშავეს, მაგრამ პირს, რომელსაც საკუთარი ხალხის ბედი აბარია, არა! – არ შეიძლება ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირების დაუსჯელობის პრეცედენტი დაიშვას, – აღნიშნულ განცხადებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აკეთებს.

ხუნდაძის შეფასებით, კანონი თანამდებობის პირების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე რიგით მოქალაქეებზე და “მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა დამნაშავე ხელმძღვანელს, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს“.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციის და თანამშრომლობის შესახებ წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილისშემოთავაზება ეროვნულ შერიგებაზე. მოქმედი პრეზიდენტის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის გულწრფელობის, საკუთარ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ.

პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის პოლარიზაცია ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ნამდვილად აფერხებს. მაღალი პოლიტიკური კულტურა მოითხოვს თანამშრომლობას იმ შემთხვევაშიც, თუნდაც არ იყოს სრული თანხმობა გარკვეულ საკითხებზე. მაგრამ მაქვს კითხვა – განა ეს პოლარიზაცია ოპოზიციისგან მიზანმიმართული პოლიტიკური ქმედება არ არის?! განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაფრის უგულებელყოფა, მოლაპარაკებების ჩაშლა, ქუჩის აგრესიული აქციები, აღარ ვსაუბრობ სიძულვილის ენაზე, რომელიც ზღვასავით მოედინება მათგან და მათი მომხრეებისგან. დიახ, მე მომწონს პრეზიდენტის ინიციატივა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის მზაობა არ არის ოპოზიციაში. სიტყვიერი თანხმობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მზაობას, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ეროვნულ შერიგებაზე “სულ მცირე იმ ხალხის შეურაცხყოფაა, ვინც სიკვდილისთვის, წამებისთვის, დამცირებისთვის გაიმეტა, ვისაც საკუთარი სიამოვნებისთვის ფული მოჰპარა და დღეს მათზე კვლავ აგრძელებს სიტყვიერ ძალადობას“.

“ყველანი ვხვდებით, რომ ეს ციხიდან თავის დაღწევის ხრიკებია. არ შეიძლება ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირების დაუსჯელობის პრეცედენტი დაიშვას. პრეზიდენტობა ათასჯერ მეტი პასუხისმგებლობაა და ათასჯერ მეტად მოგეთხოვება.

თუკი დღეს შემოტანილი აქტუალური თემა ეროვნულ შერიგებაზე დამნაშავე პრეზიდენტის მიმართ ლიბერალურ სამართლებრივ ქმედებას გულისხმობს, ეს ჩემთვის მიუღებელია. რაც შეეხება დეპოლარიზაციას და თანამშრომლობას პოლიტიკურ აქტიორებსა და საზოგადოებას შორის, რა თქმა უნდა მისაღებია, თუკი ამის არა მარტო სიტყვიერი თანხმობა, არამედ საქმიანი მზაობა იქნება ოპოზიციაში, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება.

არ შეიძლება ცალი ხელი შეთანხმებისთვის გქონდეს გაწვდილი და მეორე ხელში იარაღი გეჭიროს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

2021-12-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის

შემდეგი სტატია

ხომ არავის მოგვეწონა, როცა ბიძინობას მიუძღვნა ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაპატიმრება?! ზუსტად იგივეს ვხედავთ, როცა „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის დაბადების დღეს უძღვნის აქციას – ამ ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ

მსგავსი სტატიები

ივანიშვილთან გოგა ხაინდრავა მივიდა – კონსულტაციები შუშის სასახლეში

ივანიშვილთან გოგა ხაინდრავა მივიდა – კონსულტაციები შუშის სასახლეში

25 თებ 2019
„გაუმართლებლად მივიჩნევთ ერთ პარტიაზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებებს“

„გაუმართლებლად მივიჩნევთ ერთ პარტიაზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებებს“

20 აპრ 2018
მირიამ ლექსმანი: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა – ის იყო გათვლილი…

მირიამ ლექსმანი: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა – ის იყო გათვლილი…

ნინო ჩხეიძე 31 მაი 2023

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge