NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სამადაშვილი: ამ პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე

სამადაშვილი: ამ პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე

14 დეკ 2021 პოლიტიკა 566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბრძოლა ამ პოლიტიკურ რეჟიმთან საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე, რომელიც არსებობს, ეს არის როგორც ქუჩის დემონსტრაციები, ასევე ბრძოლა მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც მან საზოგადოებას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის მიღებული და აუცილებელი ფორმა საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირებისთვის, თუმცა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლაში სხვა მექანიზმებიც გამოსაყენებელია, მათ შორის საპარლამენტო მექანიზმები და მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდის მიზნით.

“იმისთვის, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში მივაღწიოთ შედეგს, გვჭირდება ხელისუფლებაზე იყოს მაქსიმალურად დიდი წნეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება რეაგირებს მწვავე პროტესტზე და მეორე მხრივ, ზეწოლაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხორციელდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან საკუთარი აზრის დაფიქსირება მშვიდობიან დემონსტრაციაზე არის დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული და აუცილებელი ფორმა საზოგადოებრივი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მე ასე მესმის მისი გზავნილი, პირველ რიგში მისი მომხრეებისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ აქციებში, რომელიც იგეგმება 21 დეკემბერს.

ლიდერებს შეუძლიათ მოუწოდონ საზოგადოებას როგორ იბრძოლონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადოება თავადაც იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იბრძოლოს. მიმაჩნია, რომ ბრძოლა ამ პოლიტიკურ რეჟიმთან საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე, რომელიც არსებობს, ეს არის როგორც ქუჩის დემონსტრაციები, ასევე ბრძოლა მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში, ასევე მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ წნეხი გაიზარდოს ხელისუფლებაზე”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საზოგადოებას წარუდგინოს ერთიანი ხედვა, რის გაკეთებას აპირებს, როცა ხელისუფლება შეიცვლება.

“ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი ბრძოლაში, მაგრამ ოპოზიციის ერთიანობა არ ნიშნავს, რომ წაიშალოს ზღვარი სხვადასხვა პარტიას შორის, რადგან ჩვენს შორის არის განსხვავებები, რაც არის სწორედ სიძლიერე, რადგან ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა იყოს. განსხვავებები უნდა იქნას შენარჩუნებული, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ საერთო პოლიტიკურ ხედვაზე, რადგან შემდეგი ხელისუფლება ქვეყანაში იქნება კოალიციური ხელისუფლება,”- განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

სალომე სამადაშვილი 2021-12-14
ირაკლი შალიკაშვილი
Tags სალომე სამადაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სირთულეების დროს პროფესიონალები დაიხმაროს და „ინიციატივიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“

შემდეგი სტატია

დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის

მსგავსი სტატიები

რეალურად “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ სურდა მოლაპარაკებების რაიმე შედეგით დასრულება

რეალურად “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ სურდა მოლაპარაკებების რაიმე შედეგით დასრულება

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2021
„ექვს თვეში შეიძლება პარაშასთან მოუწის ჯდომა და ჯობია დაეტიოს და შეირგოს  რაც უშოვია“

„ექვს თვეში შეიძლება პარაშასთან მოუწის ჯდომა და ჯობია დაეტიოს და შეირგოს  რაც უშოვია“

21 ნოე 2017
არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად

არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად

ირაკლი შალიკაშვილი 04 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge