NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის მხარდაჭერით აჭარული ნაქარგობის პროექტი ხორციელდება

თიბისის მხარდაჭერით აჭარული ნაქარგობის პროექტი ხორციელდება

13 დეკ 2021 ბიზნესი 237 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

14-16 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება აჭარული ნაქარგობის
პროექტის პრეზენტაცია. პროექტი რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს:
ქართველი ფოტოხელოვანის ირმა შარიქაძის დოკუმენტურ ფილმს „აჭარული
მზითვის ფერი“, რომელიც გადაღებულია თიბისის მხარდაჭერით; ირმა შარიქაძის
აჭარული ნაქარგობის თემაზე გადაღებული ნამუშევრების ფოტოგამოფენას და
პანელურ დისკუსიებს, რომელთა მთავარი თემები იქნება ქალთა გაძლიერება
რეგიონში და ქართული ნაქარგობა, როგორც ხელოვნება.
ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებას წინ უძღოდა
ექსპედიცია ზემო აჭარაში, წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის
სრულიად უცნობი თემის, აჭარული ნაქარგობის პროექტის შემადგენელ ნაწილს,
რომელსაც ფილმის ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. ფილმის ავტორი გვიყვება
მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა
მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია.
აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთერთი
უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
კულტურის გავრცელების არეალი მოიცავდა აჭარას და სამხრეთ-აღმოსავლეთ
საქართველოს იმ სოფლებს, სადაც აჭარლები არიან განსახლებული. აჭარულმა
ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა,
თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა.
ფილმი “აჭარული მზითვის ფერი” წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს,
მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს
ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი
ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც
თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით
მსოფლიო კულტურის წინაშე.
2020 წელს, აჭარულ ნაქარგობას მიენიჭა ქართული არამატერიალური კულტურის
ძეგლის სტატუსი და ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ უნიკალური
და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ტრადიციის შენარჩუნების და
აღორძინებისთვის.
თიბისისთვის, როგორც პროექტის მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია ხელი
შეუწყოს ქართული ტრადიციული ხელოვნების დარგის გადარჩენას და
აღდგენას. ამასთანავე, თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების
პრინციპების ხელმომწერი კომპანია, განსაკუთრებულ ღირებულებას ხედავს
აღნიშნულ ინიციატივაში რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერების მხრივ.

კომენტარები

2021-12-13
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში კოტეჯი “Mitarbi Silence” გაიხსნა

შემდეგი სტატია

ელისაშვილი: ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ

მსგავსი სტატიები

გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს უნდა აუმჯობესებდეს

გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს უნდა აუმჯობესებდეს

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2021
თიბისი ბანკმა საბანკო სექტორის შესახებ პირველი ონლაინპლატფორმა შექმნა

თიბისი ბანკმა საბანკო სექტორის შესახებ პირველი ონლაინპლატფორმა შექმნა

25 აპრ 2018
#მეავიცერი – თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

#მეავიცერი – თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

თამუნა 30 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge