NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით ბერძენიშვილი: ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან, სააკაშვილის ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას

დავით ბერძენიშვილი: ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან, სააკაშვილის ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას

13 დეკ 2021 პოლიტიკა 223 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან, სააკაშვილის ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია, რომელიც 21 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება, ოპოზიციური პარტიის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას.

„შერიგებისკენ ზოგიერთი განცხადება უფრო მოზომილია. ეს განცხადება არის სხვა ტიპის, სადაც დემონსტრირებაა, რომ 21-ში იყოს შემაძრწუნებელი მიტინგი, რომელიც ამ ხელისუფლებას შეაზანზარებს – ძალის დემონსტრირების ფონზე, ხდებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი შეტევა ამ მორიგებისთვის. საარტილერიო შეტევა შემდეგი საუბრისთვის, უკეთესი პოზიციების მოპოვება მოლაპარაკებისთვის“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებს.

რაც შეეხება უკრაინული მხარისთვის ყოფილი პრეზიდენტის გადაცემის საკითხს, როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, უკრაინას გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვს.

„ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ორ დღეში, ორ კვირაში, გამოხსნის შესაძლებლობას. გადასცემენ თუ არა უკრაინას, ლიმონივით გამოწურულ, პოლიტიკურად დაზარალებულ მიხეილ სააკაშვილს, გაუშვებენ თუ არა უკრაინაში, არ ვიცი, უკრაინას ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემები აქვს. მიხეილ სააკაშვილმა რეპუტაციულად მოიგო ჩამოსვლით, თქვა, რომ აქ ვარ, არ მეშინია ციხის, ყოჩაღად შეხვდა ციხეს – ამით ბევრი გააკვირვა, ვინც მას იცნობდა, რადგან სხვანაირად იცნობდნენ, ან საერთოდ არ იცნობდნენ და სხვა წარმოდგენა ჰქონდათ. მეორე მხრივ, მას შესაძლოა მეტი მოლოდინი ჰქონდა, ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მოწყვეტილს. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ მოსახლეობის 2/3-ს უნდა ჩემი ჩასვლა საქართველოშიო, ამ დროს 2/3-ს არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, არა თუ ერთპიროვნულ ხელისუფლად, სხვებთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნა“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ სამი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდეს, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ეს გამოსავალი არ არის.

„სამი პრეზიდენტი არ არის შერიგების პროცესის რეალური ხელშემწყობი, ეს სამი პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის აბსოლუტურ უმრავლესობას კი არ განასახიერებს, ეს არ არის გზა. გზა არის პირობების შექმნა, გარედან ზეწოლა. მიშას გამოშვება ხელისუფლებასთან გარიგებით შეიძლება მოხერხდეს, მაგრამ ეს არ ცვლის პრობლემას, მიშა, რომ გარეთ იყოს, ამით ხელისუფლება კი არ იცვლება. მელია ვერ ახერხებს თურმე მიტინგებს და მოსესავით ატარებს ხალხს ზევით ქვევით, როგორც მისიანები უწერენ. სწორია, რომ ნიკა შტურმზე არ მიდის, არასწორია, რადგან შეელეწება, ვერ დალეწავს, დალეწვა ცუდია, შელეწვა უფრო ცუდია. არასწორია, „ნაცმოძრაობის“ ეს სტრატეგია, რომ შევიკრიბებით, დავმუხტავთ ხალხს, ეს არ ყოფნის, რამდენჯერ უნდა დაუძახონ “ქუდზე კაცი” “, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

დავით ბერძენიშვილი 2021-12-13
ნინო ჩხეიძე
Tags დავით ბერძენიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

შემდეგი სტატია

მელია: სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე იქნება აზრდაკარგული

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველოში განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი მონაწილეა

15 სექ 2017
სვანეთში კვირიკობას აღნიშნავენ

სვანეთში კვირიკობას აღნიშნავენ

28 ივლ 2018
“ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი”

“ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი”

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge