“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის შიგნით შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ მათი გუნდი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. ამასთან, ის პრემიერიმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანანმდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
“არათუ დაპირისპირება გუნდის შიგნით, არამედ, პირიქით, ასეთი მყარი ბოლო წლების განმავლობაში გუნდის შიგნით ლიდერების ურთიერთობა ნამდვილად არ ყოფილა. რაც ილაპარაკა მის განცხადებაში [ეკატერინე ტიკარაძემ] და მერე ჩართვაც ჰქონდა, ერთი-ერთში იგივე მიზეზებზე საუბრობდა ამ ხნის განმავლობაში. ის ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ურთულეს პერიოდში, წნეხი, ტვირთი ჯანდაცვის სფეროზე. ურთულესია, ძალიან დამღლელია და საპასუხისმგებლოა და ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რესურსი, რომლის შემდეგ ფიქრობს, რომ მან რაც შეეძლო გააკეთა და ახლა უნდა წავიდეს და სხვამ გააგრძელოს. დაახლოებით ეს ვორდინგი ჰქონდა”, — განაცხადა მდინარაძემ წინანდალში, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
კომენტარები