NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხუხაშვილი: პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე …

ხუხაშვილი: პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე …

10 დეკ 2021 პოლიტიკა 365 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე არა თუ დიდი ხნის გასათავისუფლებელი იყო, არამედ საერთოდ არ უნდა დაენიშნათ ჯანდაცვის მინისტრად, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეკატერინე ტიკარაძე იმ თანამდებობას, რომელსაც იკავებდა, არანაირი პარამეტრით არ აკმაყოფილებდა.

ხუხაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შიდა ნდობას შეექმნა პრობლემა ან ვინმე ინტრიგის მსხვერპლი გახდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლებაში არ მიიღება იმ სტანდარტით ასეთი გადაწყვეტილებები, რა სტანდარტიც სახელმწიფო მმართველობას უნდა ახასიათებდეს. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ხელისუფლებაში არც პროფესიული ნიშნით, არც პასუხისმგებლობის ნიშნით არ ხდება საკადრო გადაწყვეტილების მიღება. თუ შიდა ნდობას შეექმნა რამე პრობლემა ან ინტრიგის მსხვერპლი გახდა ვიღაც, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება.

ვერსიებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვის და ვის შორის რომელმა კატამ გაირბინა? მთავარი მანკიერება და მთავარი პრობლემა გახლავთ ზუსტად ის, რომ საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება კონკრეტული პასუხისმგებლობის ან პროფესიული შეუსაბამობის მიხედვით. ამ ტიპის გადაწყვეტილებები რომ მიიღებოდეს და პროფესიული ნიშნით, რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე არა თუ დიდი ხნის გასათავისუფლებელი იყო, არამედ საერთოდ არ უნდა დაენიშნათ ჯანდაცვის მინისტრად“ , – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

კომენტარები

გია ხუხაშვილი ეკატერინე ტიკარაძე 2021-12-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გია ხუხაშვილი ეკატერინე ტიკარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლომჯარია: სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო

შემდეგი სტატია

კალაძე: რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი

მსგავსი სტატიები

“ნაცმოძრაობა” საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც თეატრალური დასი, მხოლოდ მასხარაობა დარჩათ

“ნაცმოძრაობა” საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც თეატრალური დასი, მხოლოდ მასხარაობა დარჩათ

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2020

ტრამპმა “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელებთან შეხვედრა გააუქმა

23 სექ 2017

​„საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”

18 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge