NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ლომჯარია: სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო

ლომჯარია: სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო

10 დეკ 2021 ჯანმრთელობა 400 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კოვიდ 19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომებმა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

„გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.). შედეგად საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღესდღეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37% მდეა სრულად ვაქცინირებული, ასევე ძალიან დაბალია 60 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 37 % მდეა აცრილი. ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ წინაღობას წარმოადგენდა ვაქცინაციის ჩასატარებლად.

კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

ნინო ლომჯარია 2021-12-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ნინო ლომჯარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტია ის ადგილი, საიდანაც დისკუსია და დიალოგი უნდა დაიწყოს – ვერ დაგვეხმარება ვერავინ თუ ყველა პოლიტიკური აქტორისგან ნება არ იქნება

შემდეგი სტატია

ხუხაშვილი: პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე …

მსგავსი სტატიები

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 29 მაი 2021
თენგიზ ცერცვაძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირებულია ახალი შტამი „დელტამიკრონი“

თენგიზ ცერცვაძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირებულია ახალი შტამი „დელტამიკრონი“

ნინო ჩხეიძე 14 მარ 2022
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა

მაია ბარძიმაშვილი 06 მაი 2020

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge