NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა ხაზარაძე: ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება

მამუკა ხაზარაძე: ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება

09 დეკ 2021 პოლიტიკა 436 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნათელია ჩვენი მართლმსაჯულების მართვა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეზე სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება არ არის და „ყველაფერი გასტუმრებულია პატიოსნად“.

,,სამი წელია მიმდინარეობს ეს აბსურდი. წინა სასამართლო სხდომაზე ჩემი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება ამ საქმეში არ არის, ყველაფერი არის გასტუმრებული პატიოსნად, ამ საქმეს არ გააჩნია დაზარალებული ჩემი და ბადრის გარდა, არ გააჩნია არც მომჩივანი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორები აგრძელებდნენ მუშაობას ჩვენთან ერთად და ახლაც, ამ ბანკს წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ნათელია ჩვენი მართლმსაჯულების მართვა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს არის პიროვნული ვენდეტა. მაგრამ, ბრძოლა გაგრძელდება და არავის არაფერი დაეთმობა, როდესაც სიმართლეზეა საუბარი , ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, იქამდე, სანამ დემოკრატიული ინსტიტუტები და მართლმსაჯულება არ იქნება ისეთი, როგორიც არის თანამედროვე მსოფლიოში“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით. ხაზარაძის თქმით, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობის შექმნის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში.

,,შერიგების იდეას „ლელო“ აყენებდა პირველივე დღიდან, როდესაც მოვედით პოლიტიკაში. ეს არ გულისხმობს, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს. ორივე ძალას გააჩნია თავისი პრობლემები, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობის შექმნის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში. უნდა მოხდეს გადატვირთვა ყველა ძალის და ვთქვათ, რომ ვიწყებთ ახალი საქართველოს მშენებლობას. რიგგარეშე არჩევნები იქნება ძალაში არამხოლოდ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მამუკა ხაზარაძე 2021-12-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მამუკა ხაზარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სტატიები

ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება

18 სექ 2017
არჩეული პარლამენტის წევრები გარბიან ისე, რომ დაფარონ საკუთარი პოზიცია შექმნილ მდგომარეობაზე

არჩეული პარლამენტის წევრები გარბიან ისე, რომ დაფარონ საკუთარი პოზიცია შექმნილ მდგომარეობაზე

ირაკლი შალიკაშვილი 01 თებ 2021
ეს არის პოლიტიკური ხაფანგი-ირაკლი ოქრუაშვილის ბიძინა ივანიშვილის განცახდებას ეხმაურება

ეს არის პოლიტიკური ხაფანგი-ირაკლი ოქრუაშვილის ბიძინა ივანიშვილის განცახდებას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge