NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია – „ტურიზმი აღდგენის გზაზე“ – გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია – „ტურიზმი აღდგენის გზაზე“ – გამოაქვეყნა

09 დეკ 2021 ბიზნესი 218 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა.

პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა საერთაშორისო ვიზიტების აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთან შედარებით, შემოსავლები – 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა ყველაზე დაბალია რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე მაღალი კი – უკრაინიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.

პანდემიამ გავლენა იქონია ტურისტების ქცევაზე: გაჩნდა უფრო ხანგრძლივი დროით მოგზაურობის ტენდენცია. ვიზიტებთან შედარებით შემოსავლების უფრო მეტად აღდგენის ერთ-ერთი ახსნა სწორედ ეს არის.

ტურიზმის სექტორში სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა: ტურისტები მცირე ჯგუფებად მოგზაურობენ და თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს; იზრდება სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება; იზრდება სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელობა.

შიდა ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის აღდგენაში. 2021 წლის მეორე კვარტალში, შიდა ტურიზმი 27%-ით გაიზარდა. სასტუმროებში, რეზიდენტების ხარჯვის თვალსაზრისით, რეგიონებიდან აჭარა და კახეთი ლიდერობენ.

რეპორტში წარმოდგენილი სამომავლო პროგნოზების თანახმად, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტებით მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით – 80%-ით, დატვირთულობა – 80%-ით, საშუალო დღიური ფასი კი 90%-ით აღდგება. შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

პუბლიკაციაში ტურისტულ სექტორში დასაქმების საკითხი განხილულია როგორც სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პანდემიის გავლენის შედეგად, 2020 წელს, ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობა – 28%-ით, განთავსების საშუალებების სექტორში კი 41%-ით შემცირდა. სამუშაო ადგილების მასიურმა დაკარგვამ და არაპროგნოზირებადმა გარემომ, სექტორის მიმართ უნდობლობა გააჩინა. ინდუსტრიიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ სხვა დარგებში გადაინაცვლა. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, სასტუმროების 88%-ს კადრის მოსაზიდად სახელფასო დიაპაზონის გაზრდა უწევს. თუმცა, ადამიანური რესურსი ისევ მთავარ გამოწვევად რჩება.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დასაქმებულთა დეფიციტის მთავარი მიზეზები განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ტურიზმის სექტორის არასტაბილურობა და დაბალი ანაზღაურებაა. განათლების მომწოდებლებთან სუსტი თანამშრომლობის ერთ-ერთ  მთავარ მიზეზად საგანმანათლებლო პროგრამები სახელდება, რომლებიც არაა თანხვედრაში ბიზნესსექტორის საჭიროებებთან.

თიბისი კაპიტალმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციებიც გააზიარა, რომელთა თანახმადაც, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორს შორის გასაძლიერებელია თანამშრომლობა. ამასთანავე, გასაუმჯობესებელია პროფესიული სასწავლებლების იმიჯი, რაშიც სასკოლო ასაკში პროფესიული ორიენტაციის განვითარება დადებით როლს ითამაშებს.

ტურიზმის სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის განახლებულ კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კომენტარები

2021-12-09
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი

შემდეგი სტატია

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში უკრაინის დასაცავად ამერიკული ჯარის გაგზავნა ამ ეტაპზე არ განიხილება

მსგავსი სტატიები

სებ-მა 11 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

სებ-მა 11 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

10 ნოე 2017
თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება

თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება

10 მაი 2018
2018 წლის 5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა

05 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge