NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს

ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს

07 დეკ 2021 ახალი ამბები 217 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მომავლისთვის ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა „ფეისბუქში“ წერს.

მისივე განმარტებით, ამნისტია არ გავალდებულებს ვინმე უდანაშაულოდ მიიჩნიო. ამნისტია, აქტია რომლითაც სახელმწიფო პრიოროტეტს საზღვრავს, რა გზით იაროს საზოგადოებამ.

„ორიოდე სიტყვა “შერიგებაზე”. ეს სიტყვა საერთოდ გაუგებარია. ჯერ ერთი, შერიგება ვერ იქნება კოლექტიური. მეორე, ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს შერიგებას. ასევე, უადგილო ფრაზაა მონანიება, მითუმეტეს, როცა ერთი მხარე, ხელისუფლება, როგორც ინკვიზიტორი “მოგიწოდებს”, სინამდვილეში გაიძულებს სინანულს, თან ის მხარე, რომელსაც თვალში “შენზე დიდი დირე აქვს”, რომელსაც არ იმჩნევს. მარტივად, სინანულის მომწოდებლად არც მე გამოვდგები, არც კობახიძე და არც საპატრიარქო.

მაშ რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულზე და დღევანდელობაზე, ამ წარსულის ისტორიული შეფასების დროც კი არ დამდგარა ჯერ, მითუმეტეს, აწმყოსი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვის, განვითარებისთვის!

მომავლისთვის კი ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს.

რატომ გვჭირდება ეს?

იმისთვის რომ მომდევნო მთავრობამ იგივე „კლანით“ არ ასამართლოს წინა მთავრობები, რასაც შედეგად არა სამართლიანობა, არამედ პოლიტიკურ პოლარიზაცია მოაქვს. ამით მივცემთ სასამართლოს ამოსუნთქვის და ფეხზე დადგომის შესაძლებლობას, ქვეყანას კი – მომავალზე ფოკუსირების.

ამნისტია არ გავალდებულებს ვინმე უდანაშაულოდ მიიჩნიო. ამნისტია აქტია, რომლითაც სახელმწიფო პრიოროტეტს საზღვრავს, რა გზით იაროს საზოგადოებამ.

დღეს ერთადერთი სწორი გზა სწორედ ფართო პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტია

მე ასე მესმის ეს პროცესი და ვფიქრობ, ამ თემაზე საგნობრივი მსჯელობის დროც მომწიფდა“, – წერს უგულავა.

კომენტარები

2021-12-07
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას

შემდეგი სტატია

“შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც”

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია აპირებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე  პრეზიდენტს ესაუბროს

ნიკა გვარამია აპირებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს ესაუბროს

სოსო ელისაშვილი 18 მარ 2018

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა“

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018
“ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ თუ კი ისინი საიდუმლო საქმეებს გაეცნენ, არ თქვან მაინც” – მესამე სექტორი კობახიძის განცხადებას აფასებს

“ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ თუ კი ისინი საიდუმლო საქმეებს გაეცნენ, არ თქვან მაინც” – მესამე სექტორი კობახიძის განცხადებას აფასებს

06 თებ 2019

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge