NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ნაცმოძრაობაში” პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

“ნაცმოძრაობაში” პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

06 დეკ 2021 პოლიტიკა, საინტერესო 582 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. საკითხი, სავარაუდოდ, ვადამდელ არჩევნებს და მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებას ეხება.

ენმ-ის ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ბრძოლის მთავარი ხაზი სწორედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმააღნიშნა, რომ ოპოზიცია ყველა პოლიტიკურ პლატფორმას გამოიყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებსაც.

“ვადამდელი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება – ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ეს იქნება ჩვენი ბრძოლის მთავარი ხაზი. გამოიყენება ყველა პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც ჩვენს, ოპოზიციის ხელში არის და განსაკუთრებით პროტესტი რა თქმა უნდა,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები ცალ-ცალკე არ განიხილება.

“არ ვუშვებთ ამას ცალ-ცალკე რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარეშე მიხეილ სააკაშვილი ვერ გამოვა ციხიდან. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ციხიდან პირდაპირ ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს,” – ამბობს ენმ-ის წევრი ანა წითლიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი კი წინასწარი გეგმების დასახვისგან თავს იკავებს. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯების მიხედვით უნდა იმოქმედოს.

“მე ვერ გეტყვით, რომ გეგმა უნდა იყოს დასახული მაინც და მაინც, ჯერ რომელი და მერე რომელი. იმის მიხედვით, როდის, როგორ, რანაირად, რა ძალებით იმოქმედებს “ქართული ოცნება”, ამის შესაბამისად უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ,” – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კომენტარები

2021-12-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილს ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო – ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მისი დასუსტება

შემდეგი სტატია

“თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია”

მსგავსი სტატიები

დავით ზალკალიანი ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას – #StandWithUkrai შეურთდა

დავით ზალკალიანი ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას – #StandWithUkrai შეურთდა

ნინო ჩხეიძე 23 იან 2022

WordPress Post 1585913129 7876642

03 აპრ 2020

Greatest Free Hookup Sites — Finding the Best 4 Cost-free Dating Networks

ნაგულისხმევად საიტისათვის 02 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge