NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ხუხაშვილი: მმართველი გუნდი შოკოლადშია, ახლა ბევრად უფრო დიდი კომფორტი აქვთ, რომ სააკაშვილზე იხითხითონ

გია ხუხაშვილი: მმართველი გუნდი შოკოლადშია, ახლა ბევრად უფრო დიდი კომფორტი აქვთ, რომ სააკაშვილზე იხითხითონ

06 დეკ 2021 პოლიტიკა 668 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ჭორი რა შუაშია, ვერ გავიგე. სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს, რომ ის იყოს საავადმყოფოში, ის უნდა იყოს საავადმყოფოში. ჯანმრთელობა როდესაც გამოუსწორდება, გადაიყვანენ ციხეში, ჭორი რა შუაშია, აბა რა უნდა გააკეთონ?”, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სუს-ი ჭორებს ავრცელებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნა ამ ეტაპზე არალოგიკურია, რადგან მას განსაკუთრებული ტიპის მკურნალობა, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის, არ სჭირდება.

ამასთან, ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი ხელისუფლებისთვის „თავისტკივილია“ ამ ვითარებიდან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სარგებელსაც ნახულობს.

„უცხოეთთან დაკავშირებით ლოგიკა არ ჩანს, მისი მდგომარეობა არ არის ამდენად მძიმე, რომ მას სჭირდებოდეს, განსაკუთრებული იმ ტიპის მკურნალობა, რისი ტექნიკური საშუალებაც საქართველოში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თავისტკივილია მათთვის სააკაშვილი, ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ სარგებელს ნახულობს. გამოწოვენ ამ სიტუაციიდან მაქსიმუმს და მერე ან გაუშვებენ ან რაღაცას იზამენ.

მმართველი გუნდი არის შოკოლადში. მათ ახლა ბევრად უფრო დიდი კომფორტი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ყოველდღე იხითხითონ, იღადაონ და რაღაც მორიგი მარგალიტები როშონ, ვიდრე ილაპარაკონ პანდემიის მართვაზე, უმუშევრობაზე, ინფლაციაზე, ახალი წელი მოდის და ხალხს რომ არ აქვს იმის საშუალება, მეტ-ნაკლებად ღირსეულად დახვდეს ახალ წელს და ა.შ. ურჩევნიათ სააკაშვილზე ილაპარაკონ, სააკაშვილის გარდა თურმე ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ ყოფილა. ან მოსმენების თემა სად დაიკარგა, გაყალბებულია არჩევნებიო როყიოდ რომ მოითხოვენ ხოლმე, ახსოვს ვინმეს ეს? არავის არ ახსოვს, მიშაა მთავარი თემა, მთავარია მიშა იყოს კარგად, თორემ დანარჩენი დაქცეულა ეს ქვეყანა, ვის აინტერესებს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

TOP გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილი 2021-12-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კაფსულა სუიციდისათვის

შემდეგი სტატია

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს, ეს NATO-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია

მსგავსი სტატიები

გუგული მაღრაძე: მარიხუანა არის სოფლის მეურნეობის კულტურა

გუგული მაღრაძე: მარიხუანა არის სოფლის მეურნეობის კულტურა

12 სექ 2018
“აშშ საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”

“აშშ საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”

ნინო ჩხეიძე 13 აპრ 2020
“პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს”

“პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს”

15 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge