NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მარიამ ჯიშკარიანი: მიხეილ სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა, მედიკამენტის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა

მარიამ ჯიშკარიანი: მიხეილ სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა, მედიკამენტის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა

04 დეკ 2021 საზოგადოება 418 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნერვოლოგიურად, ლაბილურია, შესაბამისად, საჭიროა მკურნალობა. აღნიშნული განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჯიშკარიანის თქმით, გაეცნენ სამედიცინო ბარათს და მკურნალობის ტაქტიკას, თუ როგორი ტაქტიკაა უპრიანი, იმისათვის რომ ალაგდეს „ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც კვლავ არსებობს და ის ემოციური ლაბილობა და პოსტტრავმული აშლილობის სიმპტომები, რომელიც საკმაოდ მწვავეა“.

მარიამ ჯიშკარიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დანიშნულ მკურნალობაზე და აღნიშნა, რომ თუ რატომ დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტი სამედიცინო ბარათიდანაც არ ირკვევა.

„მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს პრეპარატი იყო საძილე. როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს პრეპარატი 27 ნოემბერს, მან მეორე დღესვე იგრძნო ცვლილება“, – განაცხადა „ემპათიის“ ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოატყუეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის იღებდა პრეპარატს, მარიამ ჯიშკარიანმა ასე უპასუხა: „მე ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი, ალბათ იუსტიციის სამინისტროს ექნება – იყენებდნენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით? იმ ნერვოლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც ამჟამად გამოვლენილია, ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ეს პრეპარატები დანიშნულია საკმაოდ დოზირებით და ამან გამოიწვია ის, რაზეც საუბრობდა უკრაინელი ადვოკატი, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერც კი იცნო, იმდენად იყო შეცვლილი.

„პრეპარატის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ამჟამად, რჩება ემოციური ლაბილობა, რაც დაკავშირებულია შიმშილობის შედეგებთან და არადროულ გადაყვანასთან კლინიკაში, შესაბამისად, მიადგა ზიანი, აღენიშნება ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც თვალსაჩინოა. მე არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობაა, რომელი გაიდლაინებით ხელმძღვანელობდნენ. ზოგადად, როდესაც ციხეებში ხდება, ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება ეს განიხილება როგორც ფსიქოფარმაკოლოგიური წამება“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იძლევა შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გორის ჰოსპიტალიდან 1 კვირაში რუსთავის ციხეში გადაიყვანონ, ჯიშკარიანმა განცხადა, რომ ამის შესაძლებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა. „გარდა იმისა, რომ საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა, ასევე საჭიროა, მომდევნო ნეირორეაბილიტაცია, რომელიც არ ვიცი საქართველოში სად ტარდება“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

TOP მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილი 2021-12-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საშემოსავლო გადასახადი არ განახევრდება. მოქალაქის მიერ პარლამენტში წარდგენილ ცვლილებათა პაკეტზე წამყვანმა კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო

შემდეგი სტატია

სანზონაში მოკლულ 17 წლის ბიჭს 10 ჭრილობიდან ერთ-ერთი გულის არეში ჰქონდა მიყენებული

მსგავსი სტატიები

ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ირაკლი შალიკაშვილი 12 ოქტ 2021

„ერთი ბიჭი აქვე დავარდა, მეორე გაიქცა, ალბათ ვერ იგრძნო, რომ დაჭრილი იყო“

01 დეკ 2017
სოფო შევარდნაძე: უკ­რა­ი­ნა­ზე შე­მე­კი­თხე­ბით? – მკი­თხა პუ­ტინ­მა

სოფო შევარდნაძე: უკ­რა­ი­ნა­ზე შე­მე­კი­თხე­ბით? – მკი­თხა პუ­ტინ­მა

ნინო ჩხეიძე 13 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge