NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა, არ ვიცი, თავად ეს გააცნობიერა თუ არა”

“თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა, არ ვიცი, თავად ეს გააცნობიერა თუ არა”

04 დეკ 2021 პოლიტიკა 413 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა, არ ვიცი, თავად ეს გააცნობიერა თუ არა. აღწერა, რა ვითარება დახვდა კულტურაში, სპორტში და ახალგაზრდობის სფეროში – მინიმუმ სამსხურებრივი გულგრილობის მთელი კასკადი „ოცნების“ ყველა სახელისუფლებო რგოლის. ვფიქრობ, ეს შემთხვებით არ გაუკეთებია,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამავე საკითხზე ნაცვლიშვილმა თავად წულუკიანს პლენარულ სხდომაზეც მიმართა და აღნიშნა, რომ მის სფეროებში მთავარი გამოწვევა არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა და დანაშაულებრივი გულგრილობაა.

„რასაც თქვენ გვიყვებოდით, ეს არის საბრალდებო დასკვნა. საბრალდებო დასკვნა თქვენი წინამორბედების მიმართ, ასევე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელების მიმართ, საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს მიმართ, რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მძიმე ვითარება რომ არის ამ დარგებში და კონკრეტული მაგალითებია ამის, ვისი ბრალია ეს? თქვენ ბრძანეთ, შესაძლოა გელათის სახურავის აღება მოგვიწიოს, მძიმეა და ესააა მთავრი გამოწვევაო. მთავარი გამოწვევა ეს კი არ არის, მთავარი გამოწვევა არის არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა, რაც თავად დაადასტურეთ ამ დარბაზში, რომ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ხდებოდა. გეკითხებით, სად არის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს სამთავრობო გუნდმა, ეს გუნდი არ აყენებს ამ პასუხისმგებლობას, ანუ თანამონაწილეობს ამ ყველაფერში. პასუხისმგებლობა ასევე უნდა დააყენოს პროკურატურამ და სასამართლომ და ორივეს რეფორმირებაში თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გქონდათ. ანუ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში არცერთი სტრუქტურა არ მუშაობდა. ამიტომ დაგხვდათ კულტურაში ასეთი მძიმე მდგომარეობა. სად არის პასუხისმგებლობა? არ არის. კარგია, როდესაც კვალიფიკაციაზე საუბრობთ და მოითხოვთ ხუროსგან, რომ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იყოს, მინისტრებსაც, დეპუტატებსაც და პრემიერ-მინისტრსაც მართებს კვალიფიციურობა და კეთილსინდისიერება. კონკრეტულ კითხვაზე გელათთან დაკავშირებით მაინც ვერ მივიღე პასუხი, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ პროცესი, რომელიც იტალიელების დასკვნის კვლადაკვალ მართლაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არ ახსენებთ ინგილისელების დასკვნას, რომლებაც მძიმე რაღაცები დაწერა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვინაიდან საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, მინდა წარმატება გისურვოთ იმიტომ, რომ თქვენი წარმატებით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა გადარჩება. მაგრამ მაქვს უნდობლობის მიზეზი – რისი წარმატებით რესტავრაციაც მოახდინეთ, ესაა სასამართლოში კლანი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

TOP ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანი 2021-12-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 889 ადამიანი აიცრა

შემდეგი სტატია

“უბედნიერესი ადამიანი ვარ – დინამო ბათუმის ჩემპიონობა ჩემი ოცნება და ამ ქალაქის დიდი ხნის მიზანი იყო”

მსგავსი სტატიები

როგორ ეპატიჟებიან რუსები რუსებს საქართველოში (ვიდეო)

როგორ ეპატიჟებიან რუსები რუსებს საქართველოში (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 07 მაი 2022
ჩვენი პარტია მოსახლეობას 200-ლარიანი დახმარების მიღებაში მხოლოდ ტექნიკურად ეხმარება და ამით არანაირი პოლიტიკური ქულების დაწერას არ ცდილობს

ჩვენი პარტია მოსახლეობას 200-ლარიანი დახმარების მიღებაში მხოლოდ ტექნიკურად ეხმარება და ამით არანაირი პოლიტიკური ქულების დაწერას არ ცდილობს

ირაკლი შალიკაშვილი 20 აგვ 2020

„გუშინ გამოვიდა ე.წ. პრემიერმინისტრი და ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე“

სოსო ელისაშვილი 11 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge