NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»დავით გადელია: …იმიტომ, რომ დემონიზირებულია ფსიქიატრია ჩვენი უკიდურესად ჩამორჩენილობის გამო!

დავით გადელია: …იმიტომ, რომ დემონიზირებულია ფსიქიატრია ჩვენი უკიდურესად ჩამორჩენილობის გამო!

04 დეკ 2021 საზოგადოება 289 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“სახიფათო, საზოგადოების ფსიქიური სიჯანსაღისთვის მავნე ტალღა უვლის ქვეყანას.
შესანიშნავად მესმის: პოლიტიკური მიზანშეწონილობითაა განპირობებული აუარება ხუმრობა, რაც ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიატრთან კონსულტაციას მოაყოლეს. ხუმრობათა დიდი ნაწილი გაცვეთილია და “ნაპოლეონის თემას” არ ცილდება. ამ, თითქოს უწყინარი ქილიკით, კი ძალიან ცუდი საქმე კეთდება: უფრო მძაფრდება ფსიქიატრთან კონსულტაციის გამო დაღდასმულობის საქართველოში დამკვიდრებული უგოიმესი, 21-ე საუკუნესთან სრულიად შეუსაბამო კლიშე! ზუსტად იგივე ხედვა აქვთ სამწუხაროდ დღეს მოსახლეობას, როგორც 100 წლის წინ- როცა ფსიქიატრთან ნამყოფი ქალი ვერ გათხოვდებოდა! ჩემდა სამწუხაროდ, ახალგაზრდებსაც არა აქვთ სწორი ინფორმაცია. ამ ბოლო პერიოდში მომიწია რამოდენიმე შემთხვევამ, როცა სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ სასარგებლო იქნებოდა რამოდენიმე ახალგაზრდა ადამიანს, ჩემი მეგობრების შვილებს, ძმიშვილებს, ევლოთ ფსიქოთერაპიის სეანსზე და ეს ძალიან წაადგებოდათ მათ ყოველდღიურობაში. ჩვეულებრივი მოვლენაა განვითარებულ ქვეყნებში და გარკვეულ წილად, პრესტიჟულობის და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამომხატავიც. ძლივს დავიყოლიეთ, იმიტომ რომ ესირცხვილებოდათ! იმიტომ, რომ დემონიზირებულია ფსიქიატრია ჩვენი უკიდურესად ჩამორჩენილობის გამო! დღესაც, ძალიან ხშირად, ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები მიყავთ ნევროპათოლოგთან- უფრო მსუბუქად ჟღერს და იმიტომ. აუარება ძმაკაცი მყავს ნევროპათოლოგი აქაც, ფბზე, ვინც ამ სტატუსს წაიკითხავს და მათი თანდასწრებით გეუბნებით: არცერთმა ნევროპათოლოგმა არ იცის ადამიანის ფსიქოლოგია და პათოლოგია! არაა ეს მათი საქმე. ისევე, როგორც არცერთმა ფსიქიატრმა არ იცის ნევროპათოლოგის ჩაქუჩის ხმარებაც კი.
ამიტომ, სტრესულ სიტუაციებში კი არა, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაშიც კი სასარგებლოა გყავდეთ თქვენი ფსიქოთერაპევტი და ამაში არაფერია არც სამარცხვინო, არც დასაცინი! დასაცინი ჩემი აზრით პირიქით, ის გოიმებია, ვისაც 21-ე საუკუნეში ფსიქიატრია მხოლოდ “ნაპოლეონებთან” ურთიერთობა ჰგონიათ და ამით აბრკოლებენ ახალგაზრდა, საზოგადოების აზრს შემყურე ახალგაზრდებს ფსიქიური სიჯანსაღის თანამედროვე ხედვებისგან,” – წერს სოციალურ ქსელში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია.

კომენტარები

TOP დავით გადელია 2021-12-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით გადელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მანჯგალაძე: წულუკიანს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა და შესაბამისი ძალაუფლება, „მაუზერსაც“ დააყრიდა ოპონენტებს

შემდეგი სტატია

ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში – საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი

მსგავსი სტატიები

“ახალი სტრატეგიის მიზანი ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება და მისი პრევენციაა”

“ახალი სტრატეგიის მიზანი ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება და მისი პრევენციაა”

25 იან 2018
თბილისის ახალ საჯარო ბაგა-ბაღებში ინვენტარის შეტანა დაიწყო

თბილისის ახალ საჯარო ბაგა-ბაღებში ინვენტარის შეტანა დაიწყო

27 ივლ 2018
ელექტრომომარაგება 5 ივნისს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 5 ივნისს დროებით შეიზღუდება

04 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge