NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საერთაშორისო რჩევები უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის

საერთაშორისო რჩევები უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის

03 დეკ 2021 ახალი ამბები 394 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო რჩევებიც უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბარიერის საკითხი საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია.

“რაც შეეხება პლურალიზმის უზრუნველყოფას, ესეც ევროპული საუკეთესო სტანდარტია, რომ 5 პროცენტამდე ყველა ბარიერი უზრუნველყოფს სათანადო პლურალიზმს, რაც შეეხება კონკრეტულად ბარიერს, ეს არის ქართული პოლიტიკური ძალების, პარტიების გადასაწყვეტი საკითხი, აქ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო სტანდარტი გარდა იმისა, რომ 5- ზე მაღალი პროცენტი მიღებულია, რომ არის მაღალი ბარიერი, რაც შეეხება 5- მდე ბარიერს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა. ჩვენ ბარიერი უნდა დავადგინოთ არა იმიტომ, თუ რომელ პარტიას რა მოსწონს ან აწყობს, მათ შორის, საერთაშორისო რჩევებიც უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის და სტაბილურობისთვის,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ პროცესი განხორციელდა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ამ პროცესში რაიმე ხარვეზის მითითება რთულია, სწორედ ამიტომ ამ საკითხზე ხშირად ზოგადი განცხადებები ისმის.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე, ამიტომ აქ რაიმე პროცედურული ხარვეზის მითითება რთულია, ამიტომ ჩვენ უფრო ხშირად გვესმის ზოგადი განცხადებები, ერთადერთი რაც გვესმის არის სურვილები თუ შენიშვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს უმრავლესობა და არა უმცირესობა. თუმცა, დემოკრატია სწორედ ასე ფუნქციონირებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა განხორციელდა რჩევების საწინააღმდეგოდ და ეს ხელს არ უწყობს საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ელჩის განცხადებით, ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერა კონსენსუსით მოხდა და მნიშვნელოვანია, კონსენსუსი შენარჩუნდეს.

კომენტარები

2021-12-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კარლ ჰარცელი: 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა, ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა ვიხილეთ ფართო კონსენსუსი, მნიშვნელოვანია ეს იმპულსი არ დაიკარგოს

შემდეგი სტატია

თინა ბოკუჩავა: ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან …

მსგავსი სტატიები

ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი არ არის მისაბაძი, საქართველოს ტერიტორიაზე ჯობდა

ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი არ არის მისაბაძი, საქართველოს ტერიტორიაზე ჯობდა

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივლ 2022
როგორ გადავარჩინოთ სასამართლო – არასამთავრობოები პეტიციას ამზადებენ

როგორ გადავარჩინოთ სასამართლო – არასამთავრობოები პეტიციას ამზადებენ

12 თებ 2019
“უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს”

“უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს”

სოსო ელისაშვილი 08 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge