NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»როცა სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 მლნ ლარს ედავებიან, კალაძემ ერთი ხელმოწერით ქვეყანას 80 მლნ ზარალი მიაყენა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაშინ დავიწყოთ კალაძით

როცა სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 მლნ ლარს ედავებიან, კალაძემ ერთი ხელმოწერით ქვეყანას 80 მლნ ზარალი მიაყენა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაშინ დავიწყოთ კალაძით

02 დეკ 2021 პოლიტიკა 392 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როცა მიხეილ სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 მილიონ უკანონო ხარჯს ედავებიან, კახა კალაძემ ერთი ხელმოწერით საქართველოს 80 მილიონის ზარალი მიაყენა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაშინ დავიწყოთ კახა კალაძით,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილს მორალური სასამართლო მოუწყოს და მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრი შექმნას.

“ვიდრე ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, ვერც ერთ საქმეზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ობიექტური გამოძიების შედეგი. ობიექტურია თუ არა ბრალი, ეს უნდა დაადგინოს სამართლიანმა სასამართლომ. არ არის სამართლიანი სასამართლო, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ნებისმიერი ბრალი თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, არის პოლიტიკური დევნა, რადგან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ინტერესს, წინ უსწრებს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტერესი. ესენი ცდილობენ არა სამართლიანი, მორალური სასამართლო მოუწყონ მიხეილ სააკაშვილს, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას მის წინააღმდეგ, ეს პოლიტკური ბრძოლის მეთოდია, სამწუხაროა, რომ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, რომ აბსურდულ თუ დასაბუთებულ ბრალდებაზე სამართლიანმა სასამართლომ გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

TOP პაატა მანჯგალაძე 2021-12-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ

შემდეგი სტატია

კობახიძემ სტრასბურგში პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება იქნება მიღებული – სერიოზული საკითხი იქნება, თუ ხელისუფლება საკუთარ პოზიციას რევიზიას გაუკეთებს

მსგავსი სტატიები

ტაქსის მძღოლების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან – ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

ტაქსის მძღოლების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან – ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

სოსო ელისაშვილი 11 აპრ 2019
ნიკა მელია: მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“

ნიკა მელია: მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“

ნინო ჩხეიძე 30 იან 2023

„ბიზნესს გავაცანით ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმები“

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge