NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

02 დეკ 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 816 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მთავრობებსა და პარლამენტებს შორის კავშირებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ ერთი – სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულება აქტიურია, რაც დადებითად აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამუშაო პროცესზე.

სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ყურადღება დღეს არსებულ პოლარიზაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ეს ის საკითხითა, რომელიც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს.

„პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე – მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კოვიდ-19 პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია, პოლარიზაციის შემცირებაში არსებითი როლის შეასრულოს.

„საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის მმართველობითი სისტემის და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო სუბიექტებს შეუძლიათ აქტიურად გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, მათთვის მინიჭებული ახალი, ძლიერი და ეფექტიანი ინსტრუმენტებით აქტიურად ჩაერთონ თემატურ განხილვებში, კონსტრუქციულად წარმართონ საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება. სწორედ ეს იქნება ევროპული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი საზოგადოების რწმენას ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების მიმართ, კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევაშია წარმატების, გამარჯვების გასაღები და ამ წარმატების მიღწევაში, სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.

„ჩემი თხოვნაა, ერთად ვიშრომოთ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, შინაარსიანი, კონსტრუქციული დისკუსიების კულტურის დამკვიდრებაში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გეტყვით, რომ პარლამენტი ღიაა თანამშრომლობისთვის. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება, ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნის საქმეს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის არცერთი ჩვენგანის ინტერესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ერთად ვიფიქროთ, დავგეგმოთ, ვიშრომოთ პოლარიზაციის შემცირებისთვის და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლს“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

2021-12-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციამ დაარქვა „პიჯაკების საქმე”, თუმცა, პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე?

შემდეგი სტატია

ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: რა იაფასიანი, მატყუარების კლასი ჩამოაყალიბა ივანიშვილმა (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი: რა იაფასიანი, მატყუარების კლასი ჩამოაყალიბა ივანიშვილმა (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 18 აგვ 2021
„მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 20 ოპოზიციური პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 20 ოპოზიციური პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

27 თებ 2019
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

ნინო ჩხეიძე 16 მარ 2023

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge