NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

30 ნოე 2021 ბიზნესი 192 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

30 ნოემბერი, 2021- საქართველოს ბანკმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო
კორპორაციისგან (DFC) 100 მლნ. დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.
11 წელზე მეტი ვადის მქონე ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო,
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა პანდემიასთან
დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით. მათ შორის, ქალი
მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის გაფართოებისა და
მათი მხარდაჭერის გაზრდისთვის.
„მოხარული ვარ, რომ DFC-სთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო
მეტად დავუჭიროთ მხარი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოში. 2018
წლის შემდეგ ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა DFC-სთან და მოზიდული
რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების
ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მრავალი წელია, DFC
საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას
საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„DFC-ისა და საქართველოს ბანკის შეთანხმების ფარგლებში მოზიდული რესურსით
შესაძლებელი იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაძლიერება
საქართველოში, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ქალების საკუთრებაში არსებული
ბიზნესების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია COVID-19
პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და ეკონომიკის აღდგენის
ხელშეწყობისთვის. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ინვესტიციას, რომელიც DFC-
ის „2X Women’s Initiative“- ის ფარგლებში ქალების ეკონომიკური პოტენციალის
გაძლიერებას უწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა DFC-ის საგარეო
საქმეთა ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა და გლობალური გენდერული თანასწორობის
ინიციატივების ხელმძღვანელმა, ალგენ საჯერმა.

კომენტარები

2021-11-30
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში

შემდეგი სტატია

რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! – ბოდვებს თავი დაანებოს

მსგავსი სტატიები

სტარტაპერის გათამაშება იწყება

სტარტაპერის გათამაშება იწყება

თამუნა 08 ივნ 2022

იაპონიაში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

01 სექ 2017
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები  საგანმანათლებლო სფეროდან

„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან

თამუნა 30 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

    ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

  • ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

    ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge