NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

29 ნოე 2021 ბიზნესი 227 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებსა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი საქართველო, ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით,  ახალ პროექტს – “გავიღიმოთ“ იწყებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რე ბანკი.

პროექტის  მიზანი  საქართველოს   სასკოლო განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული   ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების საბაზისო  ჩვევების სწავლებაა.   აღსანიშნავია, რომ კოვიდ- პანდემიის ფონზე სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საჭიროებამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა შეიძინა.  2021 წლის თებერვალში BBSA-Georgia-ს მკვლევართა გუნდი  საერთაშორისო შედარებით კვლევაში ჩაერთო, რომელიც ადასტურებს, რომ  პანდემიამ  მოსწავლეთა  ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

„ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების 50% საწყისს იღებს მოზარდობის ასაკში.სკოლა და მასწავლებლები წამყვან როლს თამაშობენ მოზარდთა ჰარმონიული განვითარების პროცესში. სამწუხაროდ, არსებული სასწავლო პროგრამები ამ ამოცანას თავს ვერ ართმევენ. ჩვენი ინიციატივის მიზანია, საქართველოს სასკოლო სასწავლო პროგრამებში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების სასკოლო პროგრამებში მოქმედი პრაქტიკა, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების ბაზისურ ჩვევებს, რაც მოზარდებს დაეხმარება გაცნობიერებულად მართონ სოციალურ-ემოციური პროცესები“, – სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი.

 

„განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა უკვე მესამე ათწლეულია თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის  მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის სასიხარულოა  განათლების სფეროში ისეთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს სასკოლო პროგრამებში განვითარებული ევროპული ქვეყნების სასარგებლო პრაქტიკას დაამკვიდრებს და მოზარდებს ასწავლის ემოციების მართვას, სოციალური ურთიერთობების ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში  დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, პროსოციალურ ქცევასა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე“, – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელი.

„გავიღიმოთ“  ჩეხეთის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხორციელდება. პროექტის განხორციელების პროცესში დარგის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები არიან ჩართულები, მათ შორის სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი; პეტრ ვინკლერი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (პრაღა) წარმომადგენელი; პროფესორი თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), Baltic to Black Sea Alliance – Georgia თავმჯდომარე, “ღიას” დამფუძნებელი და სხვა მოწვეული სპეციალისტები.

პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება  „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის  და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

2021-11-29
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო

მსგავსი სტატიები

ნათია თურნავა:  პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში

ნათია თურნავა: პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში

ნინო ჩხეიძე 20 აგვ 2021
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

თამუნა 24 დეკ 2021
Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

თამუნა 18 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

  • ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

    ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge