NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ონლაინ სათამაშო ბიზნესი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა “შავი სია” და აიკრძალება რეკლამის სატელევიზო, გარე და ქართულ საიტებზე განთავსება

ონლაინ სათამაშო ბიზნესი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა “შავი სია” და აიკრძალება რეკლამის სატელევიზო, გარე და ქართულ საიტებზე განთავსება

29 ნოე 2021 საინტერესო 495 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავრობა ონლაინ სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს – პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ონლაინ სათამაშო სექტორი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა “შავი სია” და აიკრძალება რეკლამის სატელევიზო, გარე და ქართულ საიტებზე განთავსება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი და მოქალაქეებს 25-წლამდე აეკრძალებათ აზარტული თამაშის უფლება.

როგორ მოხდება ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულირება – პრემიერი 3 ძირითად მიმართულებას განმარტავს:

“მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო რას გულისხმობს ჩვენს მიერ ინიცირებული რეგულაციები. ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. ჯამურად დასაბეგრი სექტორების გადასახდელი თანხა გაიზრდება 65-70%. მეორე საკითხი, ასაკობრივი ზღვარი, 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჩვენს მოქალაქეებს. აქაც გაწერილი გვაქვს თუ, კონკრეტულად ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა. ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომელებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირები რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება აზარტულ თამაშებზე წვდომა შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. მესამე საკითხი, რეკლამის შეზღუდვა აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნეს ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება. ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP 2021-11-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო

შემდეგი სტატია

ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეკემბერში წარედგინება

მსგავსი სტატიები

ვოლვოს ტრიუმფალური გამარჯვება – ვოლვოს ორძრავიანმა ფლაგმანმა SUV XC90 T8-მ საუკეთესო შვიდადგილიანი ავტომობილის წოდება მიიღო

ვოლვოს ტრიუმფალური გამარჯვება – ვოლვოს ორძრავიანმა ფლაგმანმა SUV XC90 T8-მ საუკეთესო შვიდადგილიანი ავტომობილის წოდება მიიღო

ირაკლი შალიკაშვილი 15 იან 2020

How you can find a Foreign Bride-to-be Offline

ნაგულისხმევად საიტისათვის 25 აპრ 2021

Why Procedures Are necessary (EssayPaper Example)

06 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge